ერნესტო ვალვერდე: იერი მინა ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესს გადის

ერნესტო ვალვერდე: იერი მინა ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესს გადის

"ესპანიოლთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონას" ახალწვეულ იერი მინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის დებიუტთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.

"მინამ ადაპტაციის პროცესი უნდა გაიაროს, ამისთვის მას დრო სჭირდება. ის გუნდის დინამიკას უნდა შეეწყოს და ამის შემდეგ მოახერხებს მოედანზე გასვლას. ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ის "ესპანიოლთან".

არ ვიცი, მოახერხებს თუ არა მინა მასკერანოს სრულფასოვნად შეცვლას. არგენტინელი "ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა და ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. თავის მხრივ, მინაც ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრ რამეს შეგვმატებს".

"ესპანიოლთან" მატჩის განაცხადი ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 26 იანვარი 2018 17:34
    0
    არ ცანს ცუდი ბიჭი
    Messi=LSD
    სტუმარი [?]
    #4 25 იანვარი 2018 01:30
    0
    მომკალით და რაღაცნაირად არ მეიმედება ამ ბიჭის კი ფიზიკურად კარგია მაღალია და მეორე სართულზე გამოგვადგება მაგრამ ძალიან ნელია რო ვუყურებ ამის სირბილს ასე მგონია რო სიმწრით დარბის
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #3 24 იანვარი 2018 23:35
    0
    მაშ მტყუანს?! :DDDDDDDDDDDD
    nikabarca1221
    სტუმარი [?]
    #2 24 იანვარი 2018 23:16
    0
    ციტატა: gio.mm
    თამაში როდის არის??

    ხვალ არის ღამით პირველის ნახევარზე
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2018 23:07
    0
    თამაში როდის არის??