MD: რაფინია მილანშია
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონას" ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "ინტერში" ტრანსფერის დასასრულებლად მილანში გაემგზავრა.
კატალონიური წყაროს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი უკვე მილანში იმყოფება. ის, სავარაუდოდ, დღევანდელ მატჩს, "ინტერსა" და "რომას" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო.
გავრცელებული ცნობებით, რაფინია ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იტალიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" რაფინიას სეზონის ბოლომდე, 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით, იჯარით აიყვანს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]