Marca-ს ინტერვიუ ივან რაკიტიჩთან

  • 14-01-2018, 17:57
  • Marca-ს ინტერვიუ ივან რაკიტიჩთან

    "ბარსელონას" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა Marca-ს ჟურნალისტების მიერ დასმულ 12 სწრაფ შეკითხვას უპასუხა, რომლებიც ძირითადად ფეხბურთის მიღმა მის ცხოვრებას, მათ შორის მის საყვარელ მუსიკას, ფილმებს და საკვებს ეხებოდა.

    1. ერთი ფილმი

    - ერთადერთი რასაც ვუყურებ, ანიმაციური ფილმებია, რომლებიც ჩემს შვილებს მოსწონთ.

    2. ერთი წიგნი

    - მიყვარს სპორტსმენებთან დაკავშირებული წიგნები, მაგალითად ლანს არმსტრონგის.

    3. სიმღერა, რომლის გარეშეც მანქანას არ ატარებ

    - რასაც ჩემი ცოლი და შვილები ირჩევენ. ძირითადად, შაკირას სიმღერები. 

    4. ერთი დასასვენებელი ადგილი

    - მნიშნვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო.

    5. თანაგუნდელი, რომელთანაც ოთახს გაიზიარებდი

    - "ბარსელონაში" ჩვენი კუთხე ყველას გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნებოდა.

    6. ერთი მონუმენტი, ლა ხირალდა (სევილიაში) თუ საგრადა ფამილია (ბარსელონაში)?

    - ლა ხირალდა.

    7. საყვარელი კერძი

    - სალმორეხო (ასევე ანდალუსიური კერძი, რომელიც სევილიასთან ახლოს წარმოიშვა).

    8. ადგილი, სადაც დაკარგავდი საკუთარ თავს

    - მალდივის კუნძულები.

    9. ბავშვობის მოგონება

    - სკოლა, ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო.

    10. საუკეთესო მოგონება ფეხბურთში

    - ჩემი პირველი მატჩი "ბაზელის" მაისურით.

    11. ის, რასაც ფეხბურთის გამო ვერ აკეთებ

    - ხანდახან მინდა, რომ ვიყო ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც სადმე, ქალაქში მუშაობს. ფეხბურთი კი ამის საშუალებას არ მაძლევს.

    12. ვინ გინდოდა გამოსულიყავი ბავშვობაში?

    - რობერტ პროსინეჩკი (ხორვატი ფეხბურთელი, რაკიტიჩის თანამემამულე, რომელიც 1995-96 წლებში "ბარსელონაშიც" თამაშობდა). 


    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    kule forever წევრი

    4 - გუშინ, 12:27

    Pikes არ გაუტეხა,ბარსელონასკენ რო მოდის სუ სამინამინას უსმენს

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    3 - 14 იანვარი 2018 22:55

    ფილმებს არ უყურებს ეს ჩემისა აბა სახში რას აკეთებს თავისუფალ დროს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Bola წევრი

    2 - 14 იანვარი 2018 18:48

    ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოსოო და რაც მოეთხოვება იმაში კიაა კაი მარა, ეს ფეხბურთელები განათლებით ძაან დაბალ დონეზე რომ არიან ასეთ საუბარშიც კი ეტყობათ :დ წიგნი რამდენი ვინმეს კითხეს ფეხბურთელის წიგნი დაუსახელეს.. სიმღერებს სულ პოპს უსმენენ.. რა შაკირაა ბიჭოო რა შაკირაა.. გემოვნებაზე არ დაობენ მარა საგრადა ფამილია აღარ ჯობია ლა ხირალდას? :დ და ფილმებს როგორ არ უნდა უყურებდე კაცო.. იმდენი გენიალურობა არის შექმნილიი... არ არის ჩემ თვალში ისეტი ადამიან კარგად ნაცხოვრებიი თუ აიი იმ დიდებულ ფილმებისთვის არ უყურებია :დ რაღაცნაირად მგონია რომ სხეულის ნაწილი აკლია :დ თანამედროვეობას და გაყიდვადობას რა ვუთხარი თორეე .. ტვინიკოსი ხალხიი იმდენს წვალობს და შრომობს და ისენი კარიერაში ვერ შოულობენ მილიონს....ნობელის პრემიის ლაურიანტებს ერთ მილინს აძლევენ :დ და ამ ჩერჩეტ ფეხბურთელებს იმხელა ხელფასები აქვთ :დ

    გასულია
    Victor Moses წევრი

    1 - 14 იანვარი 2018 18:08

    ვაა ეს ნახეთ რეალში რა ხდება https://www.facebook.com/legendebi/photos/a.875896839088358.1073741828.872811639396878/1804002276277805/?type=3&theater

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.