სოსიედადი-ბარსელონა - სტატისტიკური პრევიუ

სოსიედადი-ბარსელონა - სტატისტიკური პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი:

"სოსიედადი" - კარლოს მარტინესი, ინიგო მარტინესი;

"ბარსელონა" - სამუელ უმტიტი, ფილიპე კოუტინიო, პაკო ალკასერი, ნელსონ სემედუ.

სიახლეები:

- მასპინძელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ინიგო მარტინესი, რომლითაც არც ისე დიდი ხნის წინ "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს;

- კატალონიელებს დაუბრუნდათ სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო წინა ტურში, "ლევანტესთან" ვერ ითამაშა;

- "ბარსელონამ" იანვარში ორი მოთამაშე შეიძინა, მაგრამ "ანოეტაზე" ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ. კოუტინიოს ტრავმა აქვს და ის კიდევ დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებს, იერი მინა კი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.

ფაქტები:

- ლა ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 25-დან 23 თამაშში "ბარსელონას" 2 ან მეტი გოლი აქვს გატანილი;

- ბოლო 4 მატჩში მათ კარი მშრალად აქვთ შენახული;

- "სოსიედადის" ბოლო 9 საშინაო თამაშში 2 გოლზე მეტი გავიდა, ისევე როგორც "ბარსას" ბოლო 3 თამაშში;

- გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებაში კატალონიელებმა ყველა ტაიმის მოგება მოახერხეს.

სატურნირო მდგომარეობა:

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებას "ბარსელონა" 48 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მადრიდის "ატლეტიკოს" 6 ქულით უსწრებს. თანაც, დედაქალაქელებს ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, "სოსიედადი" კი 23 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lukalomadze
    სტუმარი [?]
    #7 14 იანვარი 2018 23:34
    0
    იწყებაააა[u][/u]
    Culé [?]
    #6 14 იანვარი 2018 19:35
    0
    ვამოს ბარსაა დღეს ვიგებთ <3
    BarcelonaIsChempion
    სტუმარი [?]
    #5 14 იანვარი 2018 19:01
    0
    ძალიან საინტერესო მატჩია მე ლოგიკურად ბარსელონასკენ ვარ დღეს მაგრამ სოდიედადი სახუმარო გუნდი არაა.
    GioBarca1899
    სტუმარი [?]
    #4 14 იანვარი 2018 18:38
    0
    ეს თუ მოვიგეთ ლა ლიგა ჩვენია ისედდაც მაგრამ მაიინც kissing_heart
    philipe coutinio 1996
    სტუმარი [?]
    #3 14 იანვარი 2018 18:26
    0
    Vigebt visca El barca!
    Culé [?]
    #2 14 იანვარი 2018 17:51
    0
    აუცილებელია 3 ქულის წამოღება!
    Dachi8Color
    სტუმარი [?]
    #1 14 იანვარი 2018 17:48
    0
    პროსტო პრინციპის ამბავია რა 3 ქულა რა ,