იერი მინა "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ფეხბურთელია

  • 14-01-2018, 17:06
  • იერი მინა "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ფეხბურთელია

    კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, იერი მინას დამატებით "ბარსელონამ" ახალ სიმაღლეს მიაღწია - პირდაპირი მნიშვნელობით. "პალმეირასის" ყოფილი ფეხბურთელის სიმაღლე 1.95 მეტრია, რაც კლუბის რეკორდია. ის ერთი სანტიმეტრით მეტია ჟერარ პიკეზე, რომელიც აქამდე "ბარსას" შემადგენლობაში ყველაზე მაღალი იყო. მინას შემატებით, კატალონიელები საჰაერო ორთაბრძოლების მხრივ ნამდვილად გაძლიერდებიან.

    რაც შეეხება ზოგადად ლა ლიგას, კოლუმბიელი აქ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს. ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალი ფეხბურთელი კოსტელ პანტილიმონია, რუმინელი მეკარე, რომელიც "დეპორტივოს" ღირსებას იცავს. დანარჩენები კი "ბლაუგრანას" მცველს მხოლოდ 1 ან 2 სმ-ით უსწრებენ. 

    ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება მინას დებიუტი ახალი გუნდის მაისურით. "სოსიედადთან" დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ის ვერ მოხვდა, მომდევნო თამაში კი თასზე "ესპანიოლთან" ჩატარდება. იქამდე, კოლუმბიელმა თავისუფალი ნომრებიდან რომელიმე უნდა აირჩიოს, ისევე როგორც ფილიპე კოუტინიომ, რომელიც ასევე უნომროდაა. 


    თეგები: იერი მინა

    კომენტარები [ 13 ]

    გასულია
    nika 54 წევრი

    13 - გუშინ, 15:40

    რატოა კოუტინიო უნომრო, არდას წასვლის შემდეგ ხო დაიწერა 7-იანს აიღებსო

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    12 - 14 იანვარი 2018 22:49

    მეორე სართულზე დიდი უპირატესობა გვექნება

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    temo24 წევრი

    11 - 14 იანვარი 2018 19:35

    ეგ კარგია კუთხურებში გამოადგება თავის სიმაღლე მინას

    გასულია
    BarcelonaIsChempion ახალბედა

    10 - 14 იანვარი 2018 19:04

    არ მეგონა თუ პიკე ამ სიაში არ მოხვდებოდა .

    გასულია
    sandro89 წევრი

    9 - 14 იანვარი 2018 18:40

    დეპორტივოს მეკარეს ჯობდა კალათბურთი ეთამაშა

    გასულია
    mesi_10 წევრი

    8 - 14 იანვარი 2018 18:28

    ვაიიიიიიი მინამ რომ არ გაამართლოს რაც სიგრძე აქ ის სიგანე ექნება !!!!!!!!!!! smile

    გასულია
    BaKuRa წევრი

    7 - 14 იანვარი 2018 18:27

    პიკე შე დაბალო :დდდ

    საიტზეა
    KoCheQsa წევრი

    6 - 14 იანვარი 2018 18:10

    მინა აიღებს 14 ნომერს და კოუწინიო 7-ს

    საიტზეა
    CuleMan7 ახალბედა

    5 - 14 იანვარი 2018 17:28

    პანტილიმონი რამხელა ყოფილა :დდდდ

    გასულია
    dshvelidze წევრი

    4 - 14 იანვარი 2018 17:24

    ციტატა: jack slater
    მესი რომელ ადჰილზეა ნეტა? bowtie

    smile

    გასულია

    3 - 14 იანვარი 2018 17:24

    ციტატა: jack slater
    მესი რომელ ადჰილზეა ნეტა? bowtie

    -5 ზე ალბათ laughing

    გასულია
    jack slater წევრი

    2 - 14 იანვარი 2018 17:10

    მესი რომელ ადჰილზეა ნეტა? bowtie

    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი

    1 - 14 იანვარი 2018 17:10

    მინა რომ ყველას ზემოდან დაუწყებს ყურებას სტადიონზე :დ

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.