"ანოეტა" - უფრო რთული, ვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუ"

"ანოეტა" - უფრო რთული, ვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუ"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ბარსელონას" ძალიან რთული თამაში ელის. კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს შეხსენება არ სჭირდებათ, თუ რამდენად უჭირს მათ საყვარელ გუნდს "ანოეტაზე" თამაში. "ბარსას" არაერთი გულშემატკივარი "სოსიედადთან" ლა ლიგაში სტუმრად მოგებას არც კი მოსწრებია.

ბოლო შემთხვევა, როდესაც "ბარსელონამ" "ანოეტაზე" ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში იმარჯვა, 2007 წლის 5 მაისს დაფიქსირდა. მაშინ, ანდრეს ინიესტასა და სამუელ ეტო'ოს გოლებით, კატალონიელებმა 2:0 მოიგეს.

მას შემდეგ ჩატარებული 7 დაპირისპირებიდან 2 ფრედ დასრულდა, ხუთში კი "ბარსელონა" დამარცხდა.

2011 წლის 30 აპრილს, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას გოლით იგებდა, მაგრამ ბოლო 20 წუთზე იფრანისა და ჩაბი პრიეტოს ზუსტი დარტყმების გამო დამარცხდა.

იმავე წლის 10 დეკემბერს, მე-9 და მე-10 წუთებზე ჩავისა და ფაბრეგასის გოლებით "ბარსელონამ" ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში თავადაც 2 ბურთ გაუშვა და ქულას დასჯერდა.

2013 წლის 19 იანვარს, 24-ე წუთზე, მესისა და პედროს ზუსტი დარტყმებით, "ბარსელონა" წინ კვლავ 2:0 იგო, მაგრამ კატალონიელებმა, ამჯერად, ქულაც კი ვერ აიღეს 2:3.

2014 წლის 22 თებერვალს, "ბარსამ" კვლავ 3 ბურთი გაუშვა, თავად კი მხოლოდ ერთი გაიტანა (მესი).

2015 წლის 4 იანვარს, "ბარსამ" ჟორდი ალბას მიერ მე-2 წუთზე გატანილი ავტოგოლით წააგო.

2016 წლის 9 აპრილს, "სოსიედადმა" კვლავ 1:0 მოიგო და ისევ სწრაფი გოლით - მე-4 წუთზე თავი ოიარსაბალმა გამოიჩინა.

ჯერჯერობით ბოლო შეხვედრა 1:1 დასრულდა. 2016 წლის 27 ნოემბერს, 52-ე წუთზე მასპინძლები ვილიამ ჟოზემ დააწინაურა, 7 წუთში კი მესიმ გაათანაბრა.

შედარებისთვის: ბოლო 10 წლის განმავლობაში, "ბარსელონამ" "ანოეტაზე" ჩატარებული ლა ლიგის 7 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო, ხოლო ამავე პერიოდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული 10 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    COUTINHO7 AND MESSI10
    სტუმარი [?]
    #13 14 იანვარი 2018 19:21
    0
    [u][/u] რთული დღეიდან აღარ იქნება

    [/u]საერთოდ აღარ[u]
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 იანვარი 2018 14:48
    0
    2015 წლის 4 იანვარს, "ბარსამ" ჟორდი ალბას მიერ მე-2 წუთზე გატანილი ავტოგოლით წააგო.
    აი ეს თამაში იყო ენრიკეს პირველ სეზონში, მესი რო არ გამოიყვანა, მეორე ტაიმში კი შეუშვა მაგრამ ვერაფერი ვეღარ ქნეს ბასკები ესე ადვილად არ ანიავებენ მონაგარს.გასახდელში უსიამოვნო ლაპარაკზეც იწერებოდა და მესის სურვილზეც წასულიყო ამისთანა დებილი მწვრთნელის ხელიდან.
    მაგრამ მერე ყველაფერი ჩაწყნარდა ინიესტას ჩარევით და ენრიკეს მესი აღარ დაუტოვია სკამზე. შედეგებიც გახსოვთ, ტრიპლეტიც და სუპერთასიც თბილისში, მესი რო ჯარიმას ურტყავდა 20 მეტრში ვიყავი,შევხედე და დავრწმუნდი გააქვს და ეჭვიც არ ეპარება მეთქი.
    იმედია ისევ ისე+ესპანეთის სუპერთასს დავამატებთ ამ სეზონში.
    თუმცა ამისთვის სულაც არ არის საჭირო დღეს წაგება, ფრეზეც არ იტყოდა კაცი უარს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 14 იანვარი 2018 11:24
    0
    "სანტიაგო ბერნაბეუ" რა მოსატანია, ეგ სავარჯიშო მოედანია :3
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    [?]
    #10 14 იანვარი 2018 06:28
    0
    ციტატა: becool
    გილოცავთ ძველით ახალ წელს ყველას.
    შეპირებისამებრ აიტვირთა როგორც იქნა
    ბარსა-პსჟ პირველი არხის არქივი
    http://www.myvideo.ge/?user_id=1724345

    საღოლ ძMაო ამ გამთენიისას გადავხედე და მაგრად გამისწორდა. და მერე ეს მართლა პატრონ მიწუწულები გამოვლენ და ესეთ ისტორიულ თამაშზე იტყვიან მსაჯებიო. 6 გოლი გაუტანეთ გრანდს და მსაჯებიო. და ბაიერნი რეალს შეადარებენ. რეალის მთელ ისტორიას მირჩევნია მარტო ეს თამაში იმიტო რო ლაივშI ვუყურე. რეალის მთელი ისტორია კიდე იუთუბია მარტო. და ჰა ჰაა ბოლო 2-3 წელი. ევროპის ლიგის დარი ჩამპიონთა ლიგების მოგება. და გავკარი ყველა იმ ბოღმა სულის ადამიანს აქ მსაჯების და სისულელეების ძებნას რო დაიწყებს ბარსას გადასაფარად. ბარსა გუნდია, სასწაულმოქმედი. მსაჯების გარეშეც. ზოგიერთი სექტებისგან განსხვავებით. ჰუ ჰალაზე რა ხდება კიდე შემეზიზღა, შარშანაც მკვდარი ცოცხალი უტრიალეს რონალდო ზიდანს მერე ბოლო 3 თამაშის გამო ზიდანი ტაქტიკოსი გახდა რონალდოს ოქროს ბურთი ჩქარაო. ეხლაც ამოუტრიალეს ოჯახები. ვნახოთ პსჟ სთან რამე გაიფაფხურონ და ისევ გააღმერთებენ. არაფერს ცემენ პატივს. არც ლეგენდებს არც თავიანთ თავებს და სიტყვას. არც მადლიერების გრძნობა აქვთ. ფუუ მართლა ქართველები რო არიან მიტყდება იქაური 95%. 1 კაცი აღარ იცავს არც რონალდოს არც ზიდანს
    Culé [?]
    #9 14 იანვარი 2018 03:06
    0
    გილოცავთ ძველით ახალ წელს ყველას.
    შეპირებისამებრ აიტვირთა როგორც იქნა
    ბარსა-პსჟ პირველი არხის არქივი
    http://www.myvideo.ge/?user_id=1724345
    Culé [?]
    #8 14 იანვარი 2018 01:09
    0
    ისე ნამდვილად არ მეგონა ასეთ სტატისტიკა, ალბათ ასეთი ცუდი სტატისტიკა არცეთ გუნდთან არ გვაქვს, სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #7 14 იანვარი 2018 00:58
    0
    ყველას გილოცავთ ძველთ ახალწელს მრავალს დაესწარით ჯიგრრებო კრგო ადამიანებო
    -ხოლო რაც შეხება ხვალინდელ შეხვედრას აუცილებლად უნდა დამარცხდეს სოსიედადი ბრსელონამ ნავსი უნდა გატეხოოს სირცხვილია უბრალოდ)) რეალთან უფრო კარგი მაჩვენებელი გვაქვს და სოსიედადი გვიჯოკრის ყველაზე უხერხული მეტოქედ ითვლებინ კატალონურ გუნდისათვის Visca Barca !
    Cou7
    სტუმარი [?]
    #6 14 იანვარი 2018 00:07
    0
    გილოცავთ ძველით ახალ წელს კულეებო <3
    Culé [?]
    #5 14 იანვარი 2018 00:02
    0
    ყველას გილოცავთ ძველით ახალწელს <3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 იანვარი 2018 00:00
    0
    არაუშავრს თუ ჭკვიანათ იქნებიან მაგ სტატისტიკასაც გამოასწორებენ
    Culé [?]
    #3 13 იანვარი 2018 23:48
    0
    https://www.youtube.com/watch?v=HJI5_fR16Xw
    სუარესი რა კააცია :დ
    Julayidze
    სტუმარი [?]
    #2 13 იანვარი 2018 23:33
    0
    dges sagamos varjishze minam ivarjisha.xval sheidzleba ganacxadshi.imedia gaamartlebs.bevri shroma mouwevs mxeco umto an pique ro amoagdebs.sheidzleba pique ufro amoagdos 1-2 welshi vidre umtiti
    yourego
    სტუმარი [?]
    #1 13 იანვარი 2018 23:22
    0
    აუ მინამ ფეხშიშველი იარა მოედანზე ეგ წარმომიდგენია რა მოტივაციით ითამაშებს, დიდი იმედი მაქ პიკეს კარგად შეცვლის