ვალვერდე: "ესპანიოლს" ლა ლიგაში საუკეთესო სეზონი არ აქვს, მაგრამ ესპანეთის თასი სხვა ტურნირია

  • 12-01-2018, 21:18
  • ვალვერდე: "ესპანიოლს" ლა ლიგაში საუკეთესო სეზონი არ აქვს, მაგრამ ესპანეთის თასი სხვა ტურნირია

    რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში "ბარსელონას" მეტოქე "ესპანიოლი" იქნება. მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე საუბრობს.

    "დერბი ყოველთვის გამორჩეული, მიმზიდველი და სანახაობრივი მატჩია. თანაც, გუნდებს მოგების მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ. გამარჯვებულისთვის კი შესანიშნავი ჯილდოა - შემდეგი ეტაპის, ნახევარფინალის საგზური. 

    "ესპანიოლს" განსაკუთრებული სეზონი ნამდვილად არ აქვს, მათ რთული მატჩების ჩატარებაც მოუხდათ, მაგრამ კოპა დელ რეი სხვა ტურნირია და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობას აქ დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ". - ამბობს ვალვერდე.

    შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი მიმდინარე სეზონში უკვე შედგა. პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში ვალვერდეს შეგირდებმა "ესპანიოლი" დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცეს. 

    კომენტარები [ 7 ]

    გასულია
    Zura88 ახალბედა

    7 - 13 იანვარი 2018 14:32

    უპრობლემოდ გავცდებით.

    საიტზეა
    Gnidius ახალბედა

    6 - 12 იანვარი 2018 23:14

    ესპანიოლი რეალის ტრაკის მიმცემია.მაგათ არ ქვიათ კატალონიელები.უნდა ამოვტენოთ ეგ სირები

    გასულია
    me da barca წევრი

    5 - 12 იანვარი 2018 22:28

    სხვა ტურნირია კი არა ჯორზე უნდა შევსვათ ესენი

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    4 - 12 იანვარი 2018 22:26

    ნუ ღელავ ვალო მარტივად გავცდებით რეალის პუტანკებს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    becool წევრი

    3 - 12 იანვარი 2018 21:40

    ცენტრალური ფორვარდის დამატება გვჭირდება.

    გასულია

    2 - 12 იანვარი 2018 21:28

    xalxi gaqra tu sadaa ?

    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი

    1 - 12 იანვარი 2018 21:26

    ჩინელები "ბარსას" მესის სანაცვლოდ 1 მილიარდს სთავაზობდნენ ჩინური გუნდები რომ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

    ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა კატალონიის "ბარსელონას" ლეო მესის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 1 მილიარდი ევრო შესთავაზა.

    როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტი 2016 წლის ზაფხულში დაფიქსირდა. თუმცა, აზიელებმა როგორც ფეხბურთელისგან, ასევე კლუბისგანაც უარი მიიღეს.

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.