ედენ აზარი: კოუტინიოს ტრანსფერი პრემიერ ლიგისთვის ცუდია

  • 12-01-2018, 15:18
  • ედენ აზარი: კოუტინიოს ტრანსფერი პრემიერ ლიგისთვის ცუდია

    როგორც მოგეხსენებათ, ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე იგი კლუბს "ლივერპულიდან", 120 + 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

    მერსესაიდელთა ლიდერის წასვლამ, მის მიერ ნაჩვენები თამაშის დონისა და ხარისხის გამო, ინგლისში დიდი სიხარული ვერ გამოიწვია. "მან 5 წლის განმავლობაში კლუბს მთელი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი მისცა." - ასე გამოეხმაურა ტრანსფერს Goal.com-ის კორესპონდენტი.

    ყოფილი მოწინააღმდეგის ტრანსფერზე კომენტარი ლონდონის ჩელსის "ათიანმა", ედენ აზარმაც გააკეთა. beIN Sports-ის ჟურნალისტს კითხვებზე მაშინ უპასუხა, როცა NBA-ს მატჩს ესწრებოდა "სელტიკსა" და "ფილადელფიას" შორის.

    "კოუტინიომ "ბარსელონაში" წასვლა გადაწყვიტა და სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს მისთვის კარგია, მაგრამ პრემიერ ლიგისთვის ცუდი. ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენჯერმე გვითამაშია.

    ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მინდა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს: "თუ სატრანსფერო ჭორებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ედენ აზარს "ბარსელონას" მთავარ მტერს, მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, არაა გამორიცხული, რომ კოუტინიოსა და აზარს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში კვლავ ისეთივე სიხშირით მოუწიოთ.

    კომენტარები [ 10 ]

    გასულია
    Kaifarik02 ახალბედა

    10 - 12 იანვარი 2018 18:06

    ბიჭებო ლინკი ჩამიგდეთ ძმურად კოპას კენჭისყრის

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    9 - 12 იანვარი 2018 15:50

    აზრი ლოვერპული ისედაც და ასედაც ოთხეულისთვის იბრძვის

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ani-barca10 წევრი

    8 - 12 იანვარი 2018 15:43

    ესპანიოლიი :დ დავშლით :დ

    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია
    Don vinton წევრი

    7 - 12 იანვარი 2018 15:43

    კოპაზე ესპანიოლს ვხვდებით ბიჭებო ახლა ვუყრებ იუთუბზე კენჭისყრას

    საიტზეა
    NN
    NN წევრი

    6 - 12 იანვარი 2018 15:37

    კოუ გუნდთან ერთად როდის დაიწყებს ვარჯიშს ?

    გასულია
    Victor Moses წევრი

    5 - 12 იანვარი 2018 15:34

    შენ არ წახვიდე რეალშ არ დამღუპო

    გასულია

    4 - 12 იანვარი 2018 15:34

    მგონი ჩელსიში რჩება ეს

    გასულია

    3 - 12 იანვარი 2018 15:28

    ციტატა: NN
    ციტატა: publius kornelius
    Bostoni-filadelfia vuyurebdi da 3/4 damedzina smile da vin moigo ?

    ბოსტონმა 114-103

    wow

    საიტზეა
    NN
    NN წევრი

    2 - 12 იანვარი 2018 15:27

    ციტატა: publius kornelius
    Bostoni-filadelfia vuyurebdi da 3/4 damedzina smile da vin moigo ?

    ბოსტონმა 114-103

    გასულია

    1 - 12 იანვარი 2018 15:25

    Bostoni-filadelfia vuyurebdi da 3/4 damedzina smile da vin moigo ?

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.