ჟორდი ალბა: გუნდში მესის ყოლა დიდი ფუფუნებაა

ჟორდი ალბა: გუნდში მესის ყოლა დიდი ფუფუნებაა

"ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, რომელმაც ლიონელ მესისთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემებს, გუშინ, "სელტასთან" მატჩში კიდევ 2 შემატა, არგენტინელ ფეხბურთელზე საუბრობს.

"გუნდში მესის ყოლა დიდი ფუფუნებაა. მასთან შესანიშნავად ვარ შეთამაშებული. მოედანზე ერთმანეთს ყოველთვის ვეძებთ და ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ.

პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე სახიფათო ანგარიში იყო, მაგრამ ამოცანას გავუმკლავდით. ვიბრძოლეთ და 1/4-ფინალში გასვლა მოვახერხეთ." - ციტირებს ალბას სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი.

"სელტასთან" გამართულ შეხვედრაში (5:0), ალბამ, 2 საგოლე გადაცემის გარდა, მეტოქის კარი თავადაც აიღო და ეს მესის შესანიშნავი პასის შემდეგ გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    leo_chxabo
    სტუმარი [?]
    #2 12 იანვარი 2018 12:58
    0
    მოკლედ მერამდენედ უნდა ვთქვაა და არც მომწყინდება კიდე მესსი არიის გენიოსიიი.....მ უბრალოდ გენიაა და მეტი არაფერი
    amazing_messi
    სტუმარი [?]
    #1 12 იანვარი 2018 12:35
    0
    ამ შემადგენლობით ძალიან ბევრი ვარიანტის დაყენება შეიძლება მოწინააღმდეგეს შესაბამისად და ყოველთუს შეუძლიე თუნდაც ერთი ცვლილებით გუნდის სქმეა სრულიად შეიცვალოს რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა რასაც მოკლებული ვიყავით წლების გამნავლობაში ასეთი სკამი ბარსას მგონია არ ყოლია ჯერ :)