ლაურო გონსალო მოსკერა - "ბარსელონას" აქამდე უცნობი კოლუმბიელი ფეხბურთელი

  • 11-01-2018, 21:48
  • ლაურო გონსალო მოსკერა - "ბარსელონას" აქამდე უცნობი კოლუმბიელი ფეხბურთელი

    იერი მინა პირველი კოლუმბიელია, რომელიც "ბარსელონას" შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ითამაშებს, მაგრამ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, კიდევ ერთ კოლუმბიელს კატალონიური კლუბის მაისური უკვე მოურგია.

    "ბარსელონაც" აღიარებს, რომ ლაურო გონსალო მოსკერას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამ ფეხბურთელზე ის ვიცით, რომ მან კოპა ამერიკას 1957 წლის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო, 7 წლის შემდეგ, 1964 წელს კი, "ბარსელონაში" სინჯებზე იმყოფებოდა.

    მან ერთ შეხვედრაში ითამაშა. 1964 წლის 24 ივნისს, "ნოვა კრეუ ალტაზე", "ბარსელონა" "საბადელს" სტუმრად დაუპირისპირდა. კატალონიელებმა, რომელთა რიგებში ლაურო გონსალო მოსკერამაც ითამაშა, 2:4 წააგეს.

    დანამდვილებით ცნობილი არაა, რატომ არ განაგრძო მოსკერამ "ბარსელონაში" კარიერა. სავარაუდოდ, მან გუნდის მთავარ მწვრთნელს, სეზარ როდრიგესს თავი ვერ მოაწონა.

    "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. იერი მინა მისი გვარის წარმომადგენლი პირველი ფეხბურთელი არაა, რომელიც კატალონიურ კლუბში ითამაშებს. 1958 წლის 11 მარტს არაგონში დაბადებული სანტიაგო მინა ვალიესპინი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, 1976-78 წლებში კი "ბარსა ატლეტიკში" (ამჟამინდელი "ბარსა ბ") თამაშობდა. შემდეგ მან "ალგერიკასში", "საბადელში", "სელტასა" და "ლორკაში" ითამაშა. სწორედ მისი შვილია "ვალენსიას" ფეხბურთელი სანტი მინა, რომელსაც, ადრე, "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ.

    კომენტარები [ 10 ]

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    10 - 11 იანვარი 2018 23:37

    ეს ნეარდენტალელი ვინაა? joy joy

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    9 - 11 იანვარი 2018 22:54

    ციტატა: tazo_fcd
    ციტატა: publius kornelius
    sastav filadelfia-Bostoni dgesaa 23;55 tu xval 23;55 . ar gaatarot dzmurad da durad

    დღესაა ძმა 11 ზე...ორიანს ვწერდი ბოსტონის და წამეშალა...

    11 tu 12 gamis

    გასულია
    grizmann წევრი

    8 - 11 იანვარი 2018 22:44

    1სააში იწყება ბარსა სელტა სად არიან ადმინები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    საიტზეა

    7 - 11 იანვარი 2018 22:38

    ციტატა: Kulle
    აუ კოპა დელ რეიში რეალი ბარსა მინდა

    ჰო მეც ფინალში და კოუმ რო ამოტენოს შორიდან დარტყმით გაასწორებდა...

    გასულია
    Kulle წევრი

    6 - 11 იანვარი 2018 22:36

    აუ კოპა დელ რეიში რეალი ბარსა მინდა

    გასულია
    tazo_fcd წევრი

    5 - 11 იანვარი 2018 22:32

    ციტატა: publius kornelius
    sastav filadelfia-Bostoni dgesaa 23;55 tu xval 23;55 . ar gaatarot dzmurad da durad

    დღესაა ძმა 11 ზე...ორიანს ვწერდი ბოსტონის და წამეშალა...

    გასულია

    4 - 11 იანვარი 2018 22:28

    sastav filadelfia-Bostoni dgesaa 23;55 tu xval 23;55 . ar gaatarot dzmurad da durad

    გასულია

    3 - 11 იანვარი 2018 22:17

    ძალიან საინტერესო სტატია იყო , ყოჩარ ადმინს

    გასულია

    2 - 11 იანვარი 2018 22:07

    kai statiaa

    საიტზეა
    cruyff9 წევრი

    1 - 11 იანვარი 2018 21:55

    Vnaxot gaamartlebs tu ara giganti kaci)))

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.