ფაბრეგასი 2012 წელს იხსენებს

  • 11-01-2018, 15:12
  • ფაბრეგასი 2012 წელს იხსენებს

    სესკ ფაბრეგასმა ჟურნალ Panenka-სთან ინტერვიუში "ჩელსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელეები ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. ფაბრეგასმა 2012 წელი გაიხსენა, როცა "ბლაუგრანა" "არისტოკრატებმა" ნახევარფინალიდან გამოთიშეს.

    "ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეები იყო. ჩვენ 2-0-ს ვიგებდით და თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებდით. შემდეგ ტერი გააგდეს, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე რამირესმა გაგვიტანა. ამის შემდეგ, 10 ადამიანი საკუთარ საჯარიმოს იცავდა და ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ სურდა. შემდეგ პენალტიც ვერ გამოვიყენეთ და უბრალოდ საკუთარ თავებს ვეკითხებოდით, როგორ არ ვიყავით მიუნხენის ფინალის მონაწილენი. ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც კი დავიძინე."

    ესპანელ შუა ხაზელს "ბარსელონაში" მის ბოლო წელზეც ჰკითხეს და მან განაცხადა, რომ მასზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. "პირველ წელს, როცა 3-4-3 ს ვთამაშობდით, მე მოედანზე პოზიცია მქონდა, რომელიც ფლეიმეიკერად თამაშის საშუალებასაც მაძლევდა, ცრუ 9-იანადაც, ეს ყველაფერს ერგებოდა. მაგრამ შემდეგ, მაგალითად ტიტო ვილანოვას "ბარსელონაში", თუ მე ვთამაშობდი, ანდრესს შეტევის ფლანგზე უწევდა თამაში და ამან თავიდან გაამართლა კიდეც."

    ფაბრეგასმა ასევე დაამატა, რომ მათი მეტოქე შესანიშნავი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც "ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის." თუმცა, მეორე მხრივ აღნიშნა, რომ "ჩელსი კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც ყოველთვის აქვს გეგმა. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც "ბარსელონას" წინააღმდეგ უნდა გამოხვიდე."

    კომენტარები [ 7 ]

    გასულია
    isco-isco წევრი

    7 - 11 იანვარი 2018 20:31

    რა მაგარი კაცი ხარ ცესკ მაგრამ მგონია ვარსა უპრებლომოდ გავა და ჩარჩება ჩელსი .

    გასულია
    Rezi 24 წევრი

    6 - 11 იანვარი 2018 20:13

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Rezi 24
    სესკ შე ყველაზე მაგარო, ამის ერთი პასით მოტყდება მთელი დაცვა , სისწრაფე დაკარგა თორე ახლაც მაღალ დონეზეა 111 საგოლე პასი პრემიერ ლიგაში ეჰ რა ოქროს წლები ქონდა ტიპს, 16 წლის ბიჭი ძირითადში იჩითებოდა და 21 წლის უკვე კაპიტანი იყო , ახლა ესპანეთის *ლე მწვრთნელი ნაკრებშიც არ იძახებს

    ბაზარი არაა კოკეებს და ერერებს 10 თავით მირVევნია. ადგილი დაკარგული ქონდა ჩელსიში და ალბათ იმიტომაც თორე ძალიან კლასნია. კონტე დაცვის მოყვარულია და დაცვითი ნახევარმცველები ერჩივნა. ეს კანტე მატიჩი, მერე კანტე ბაკაიოკო მარა მიხვდა ფაბრეს კლასს,ბოლო თამაშებში შემტევი მოხსნა და ფაბრე ძირითადის კაცია უკვე. და ალბათ გამოიძახებენ. მორატას რა პასებს უჩითავს, მარტო მაგათი კომბინაციის ხარჯზე უნდა მოხვდეს ნაკრებში. იქ ისკო ინიესტა, აქეთ ალბას გარღვევები, კარგი დაცვა და შეტევაში ფაბრეს პასები მაზილა მორატას რო იქნებ 5 დან 1 მაინც გაიტანოს. მგონი კარგი ნაკრებია და მინიმუმ ნახევარფინალს ვუწინასწარმეტყველებ. მთავარია ბრაზილია საფრანგეთს დროზე ადრე არ გადაეყარონ.

    გეთანხმები ნამდვილა უნდა დააბრუნონ ნაკრებში , თორე ნახევარდაცვაში უფანტაზიოები თამაშობენ ინიესტას გარდა, ჩელსიში ამას მისი ადგილი აქვს გულშემატკივრების ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელია იმენა მადლობას უხდიან არსენალში რომ აღარ დაბრუნდა

    გასულია

    5 - 11 იანვარი 2018 19:15

    ციტატა: Rezi 24
    სესკ შე ყველაზე მაგარო, ამის ერთი პასით მოტყდება მთელი დაცვა , სისწრაფე დაკარგა თორე ახლაც მაღალ დონეზეა 111 საგოლე პასი პრემიერ ლიგაში ეჰ რა ოქროს წლები ქონდა ტიპს, 16 წლის ბიჭი ძირითადში იჩითებოდა და 21 წლის უკვე კაპიტანი იყო , ახლა ესპანეთის *ლე მწვრთნელი ნაკრებშიც არ იძახებს

    ბაზარი არაა კოკეებს და ერერებს 10 თავით მირVევნია. ადგილი დაკარგული ქონდა ჩელსიში და ალბათ იმიტომაც თორე ძალიან კლასნია. კონტე დაცვის მოყვარულია და დაცვითი ნახევარმცველები ერჩივნა. ეს კანტე მატიჩი, მერე კანტე ბაკაიოკო მარა მიხვდა ფაბრეს კლასს,ბოლო თამაშებში შემტევი მოხსნა და ფაბრე ძირითადის კაცია უკვე. და ალბათ გამოიძახებენ. მორატას რა პასებს უჩითავს, მარტო მაგათი კომბინაციის ხარჯზე უნდა მოხვდეს ნაკრებში. იქ ისკო ინიესტა, აქეთ ალბას გარღვევები, კარგი დაცვა და შეტევაში ფაბრეს პასები მაზილა მორატას რო იქნებ 5 დან 1 მაინც გაიტანოს. მგონი კარგი ნაკრებია და მინიმუმ ნახევარფინალს ვუწინასწარმეტყველებ. მთავარია ბრაზილია საფრანგეთს დროზე ადრე არ გადაეყარონ.

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    4 - 11 იანვარი 2018 17:38

    ეგ ნახევარ ფინალი მეც მწარედ მახსოვს

    ფაბრე კიდე მოგიწევს ღამეების გათენება მესი და ბარსა რო ჩაახტება არისტოკრატებს არისტოკრატიულად

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Rezi 24 წევრი

    3 - 11 იანვარი 2018 16:16

    სესკ შე ყველაზე მაგარო, ამის ერთი პასით მოტყდება მთელი დაცვა , სისწრაფე დაკარგა თორე ახლაც მაღალ დონეზეა 111 საგოლე პასი პრემიერ ლიგაში ეჰ რა ოქროს წლები ქონდა ტიპს, 16 წლის ბიჭი ძირითადში იჩითებოდა და 21 წლის უკვე კაპიტანი იყო , ახლა ესპანეთის *ლე მწვრთნელი ნაკრებშიც არ იძახებს

    გასულია
    me da barca წევრი

    2 - 11 იანვარი 2018 15:53

    ვერ წარმომიდგენია ეს და პედრო ბარსას წინააღმდეგ

    გასულია
    bagratichi წევრი

    1 - 11 იანვარი 2018 15:32

    სეესკ შე მაგარო, ყველაზე მეტად ამის პასები მევასება

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.