10 ფაქტი "ბარსას" ისტორიაში პირველი კოლუმბიელის შესახებ

  • 11-01-2018, 14:23
  • 10 ფაქტი "ბარსას" ისტორიაში პირველი კოლუმბიელის შესახებ

    23 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იერი მინა "ბარსელონას" ფეხბურთელია. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

    1. პირველი კოლუმბიელი

    იერი მინა საკუთარი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი იქნება, რომელიც "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩში ითამაშებს. 1964 წლის 24 ივნისს, კოლუმბიელმა ლაურო მოსკერამ, "ბარსელონას" ფორმით, "საბადელის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ის კატალონიურ კლუბში ამის შემდეგ არ დარჩენილა.

    2. დენის სუარესის თაობა

    იერი მინა და დენის სუარესი ერთი თაობის წარმომადგენლები არიან. ორივე მათგანი 1994 წელს დაიბადა - სუარესი 6 იანვარს, ხოლო მინა 23 სექტემბერს.

    3. დებიუტი ერონულ ნაკრებში

    იერი მინას კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2016 წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა, 5 დღის შემდეგ ურუგვაისთან გამართულ შეხვედრაში (2:2) კი მან სადებიუტო გოლი გაიტანა.

    4. ყველაზე მაღალი "ბარსელონაში"

    იერი მინა "ბარსელონას" ყველაზე მაღალი ფეხბურთელი იქნება. ის 195 სანტიმეტრი სიმაღლისაა. აქამდე ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ჟერარ პიკე (194) იყო, რომელსაც სერჟიო ბუსკეტსი (189) და ანდრე გომეში (188) მოსდევენ.

    5. მე-10 კოლუმბიელი ლა ლიგაში

    მინა ლა ლიგის მე-10 კოლუმბიელი იქნება. ამჟამად, პრიმერა დივიზიონში კარლოს ბაკა ("ვილიარეალი"), ხუანხო ნარვაესი ("ბეტისი"), ლუის მურიელი ("სევილია"), დანიელ ტორესი ("ალავესი"), ჯეფერსონ ლერმა ("ლევანტე"), ჯეისონ მურილიო ("ვალენსია"), ბერნარდო ესპინოზა, იოჰან მოხიკა და მარლოს მორენო (სამივე "ჟირონა") თამაშობენ.

    6. 4 განსხვავებული ნომერი

    იერი მინას, კარიერის განმავლობაში, 4 სხვადასხვა ნომრით უთამაშია. "დეპორტივო პასტოში" ის 3 ნომრით თამაშობდა, 26 ნომრით "ინდეპენდიენტე სანტა ფესა" და "პალმეირასში", 13 ნომრით ასევე "პალმეირასში" და 16 ნომრთ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში.

    7. იერი მინას ფონდი

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 2016 წელს, კოლუმბიის ქალაქ გუეჩენეში საქველმოქმედო პროექტი დაიწყო, რომელიც 2000 ადამიანს ეხმარება.

    8. მცველად გარდაქმნილი მეკარე

    იერი მინამ ფეხბურთის თამაში მეკარის პოზიციაზე დაიწყო, რაც მისი ოჯახის ტრადიციაა, მაგრამ მოგვიანებით დაცვაში გადაინაცვლა. ამჟამად, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი მცველია.

    9. მოგებული ტიტულები

    მინას უკვე არაერთი ტიტული აქვს მოგებუილი. 2014 წელს ის კოლუმბიის ჩემპიონი გახდა, 2015 წელს - სუდამერიკანას თასის გამარჯვებული, ხოლო 2016 წელს - ბრაზილიის ჩემპიონი. 2016 წელს, კოპა ამერიკაზე, კოლუმბიასთან ერთად, მან მე-3 ადგილი დაიკავა.

    10. ოჯახი და მეგობრები

    მინას ცხოვრებაში ოჯახსა და მეგობრებს დიდი ადგილი უკავია. მოედანს მიღმა, დროის დიდ ნაწილს ის მათთან ერთად ატარებს და სურათებს სოციალურ ქსელში ათავსებს.

    თეგები: იერი მინა

    კომენტარები [ 10 ]

    გასულია
    ზორო ახალბედა

    10 - 11 იანვარი 2018 20:37

    კაი სიმაღლის ყოფილა კარგად გაძლიერდა დაცვა რა.იფხანოს რეალმა ეხლა

    გასულია
    LMessi10 წევრი

    9 - 11 იანვარი 2018 19:24

    კოუს მისცეს უკვე 14 და ამას 24 ექნება.
    აბა 7-ს არ მისცემენ ამას :D

    გასულია

    8 - 11 იანვარი 2018 19:07

    Es axali lilian turamia

    გასულია

    7 - 11 იანვარი 2018 19:06

    ციტატა: M10 S9 D11
    მასკეს ნომერს მინა აიღებს ანუ 14-ს და 7-ს კოუ

    მინა 24 ნომერს აიღებს როგორც მატიე თავის დროზე. კოუ 15 და 7 დან ამოირჩევს. თორე კრუიფის 14 ს მთლად მინას არ მიცემენ.

    ციტატა: მონადირე999
    ეს უმაგრესი მცველია და ძაან მაგარი ტრანსფერიც იქნება ბიჭებო აი ნახავთ..

    ყოფილი მეკარის მცველად გარდაქმნის დიდად არ მჯერა, ევროპასთან ადაპტაციას უნდა 1 წელი, + მაგას ბარსასთან ადაპტირებას კიდე უფრო მეტი. ძალიან ნელი ტლანქი მოუქნელი მცველია. არ ვიცი როგორ აითვისებს ბარსას სწრაფ ტემპს და პასის კულტურას პრესინგის დროს. მარა მეორე სართულზე რო წაუგებელია ეგ ნაღდად ვიცი. პრსოტა მაიცნ სკეპტიკურად ვუყურებ ამ ტრანსფერს. ზაფხულში ეყიდათ მსოფლიომდე ჯობდა, ეხლა სკამზე თუ დაალპეს ან გამოიძახებენ ან არა. თან ზაფხულშI ვერმა წავიდოდა და ეს მოვიდოდა. ევროპაში დავიჯერო ვერ ნახეს უკეთესი კანდიდატი?

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    6 - 11 იანვარი 2018 17:25

    მასკეს ნომერს მინა აიღებს ანუ 14-ს და 7-ს კოუ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    merda real ახალბედა

    5 - 11 იანვარი 2018 15:19

    Vაა მეც 23 სექტემბერს ვარ დაბადებული

    გასულია

    4 - 11 იანვარი 2018 15:08

    ეს უმაგრესი მცველია და ძაან მაგარი ტრანსფერიც იქნება ბიჭებო აი ნახავთ..

    გასულია
    Leo22 წევრი

    3 - 11 იანვარი 2018 14:41

    ასავალ ტრამვა ხო არა აქვს.??

    გასულია
    Zura88 ახალბედა

    2 - 11 იანვარი 2018 14:40

    რაც შეიზლება მეტი ზანგები მინდა ბარსაში.დაუღლელები არიან ეს ჩემისები.:დ

    გასულია
    Gerip3 წევრი

    1 - 11 იანვარი 2018 14:26

    ნეტა ამანაც უმტიტივით გაამართლოს

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.