კოუტინიო: მე-8 კავშირი "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის

  • 9-01-2018, 16:52
  • კოუტინიო: მე-8 კავშირი "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის

    "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიო მერვე ფეხბურთელია, რომელსაც როგორც "ბარსას", ასევე "ლივერპულის" მაისური მოურგია. აქედან სამი კატალონიურ კლუბში ახლაც თამაშობს.

    პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონას" მაისურითაც ითამაშა და "ლივერპულის" ფორმითაც, იარი ლიტმანენია. 1999-2001 წლების "ბარსელონაში" გატარების შემდეგ, მან "ლივერპულში" ერთი სეზონი (2001/02) დაჰყო.

    შემდეგ იყო მაურისიო პელეგრინო. კატალონიურ კლუბში 1998/99 წლების სეზონის გამტარებელმა პელეგირინომ "ლივერპულში" 2005 წელს ითამაშა.

    "ბარსელონაში" 1998-2001 წლებში თამაშობდა ბუდევეი ზენდენი, რომელმაც მერსისაიდულ კლუბში 2005-2007 წლებში ითამაშა.

    "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი პეპე რეინა, რომელიც პირველ გუნდში 2000-2002 წლებში ირიცხებოდა, "ლივერპულის" ღირსებას 8 წლის განმავლობაში, 2005-2013 წლებში იცავდა.

    ლუის გარსია, რომელმაც "ბარსელონაში" 2003/04 წლების სეზონი დაჰყო, კატალონიური კლუბიდან "ლივერპულს" შეუერთდა, სადაც 2007 წლამდე ითამაშა.

    ბოლო 3 ტრანსფერის შესახებ კი ყველამ კარგად ვიცით: ხავიერ მასკერანო, "ლივერპულში" 3 წლის გატარების შემდეგ, "ბარსელონას" 2010 წელს შეუერთდა. ასევე 3 წელი ითამაშა "ლივერპულში" ლუის სუარესმა, რომელიც კატალონიაში 2014 წელს გადავიდა. ბოლო ტრანსფერი კი ფილიპე კოუტინიოა.

    კომენტარები [ 7 ]

    გასულია
    buskvercxi წევრი

    7 - 10 იანვარი 2018 09:57

    მომეწონა დანარჩენი 3 ტრანსფერის შესახებ კარგ ვიცითო. მეტზე ვერ ქაჩავთ. მე ყველა ეს ტრანსფერი მახსოვს და მათი თამაშიც ნანიხი მაქვს. ბარსამანიაზე მომხმარებლის საშუალო ასაკი იქნება ასე 14-15 წელი. რატო მგონია ფეხბურთელს უფრო ბალეშიკობთ ვიდრე გუნდს. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით. მესის,რომ რეალში ეთამაშა ხო რეალს უბალეშიკებდით უმეტესობა. ყველა არა რა თქმა უნდა იქნებიან ამ საიტზე მრავალ გამარჯვებას თუ ჭირნახული ფანობა,რომლებიც ერთგულები არიან მიუხედავად იმისა ვინ იქნება შემადგენლობაში. არ გეგონოთ,რომ პროვოკატორობ უბრალოდ მინდოდა მეთქვა ყველა გუნდის ერთგულ ფანს დიდ პატივს ვცემ. მეც მყავს ეგეთი მეგობრები

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: Zura88
    მანე მომწონს ლივერპულიდან.:)

    ეხლა Mთლად ჩემპიონშიპში ნუ გადავაგდეBთ კაცო ცოდოები არიან :D მარა ეხლა მაგ ფულით ეგენი მინიმუმ 2 ტოპ ტრანსფერს დადებენ. ლემარი მაჰრეზი რავი ვისი ყიდვა აღარ შეუძლიათ. ისე კი კლოპის ადგილზე ცეტრფორვარდს ვიყიდიდი. ფირმინო არაა ფორვარდი. ტიპს 10 გოლზე მეტი ვერ გააქვს პრემიერ ლიგის სეზონში. სხვა ფორვარდები ნახე, აგუერო კეინი მორატა ლაკაზეტი ყველა ამბიციურ გუნდს ყავს გოლების სტაბილური გამტანი ამათ გარდა. ლივეში სალაჰს გააქვს გოლები ჯერ მარა როდემდე? თან ფირმინო შემტევი ნახევარმცველი უფროა ვიდრე ფორვარდი, მთელი კარიერა ფორვარდის უკან თამაშობდა. იყიდონ ობამეიანგი და კოუს ადგილზე დადგება ფირმინო. თორე იგივე მაჰრეზზე რო მიდის ლაპარაკი, მაგან და სალაჰმა ერთად როგორ უნდა ითამაშონ, ისეთი მსგავსი პოზიცია აქვთ


    რისი თქმა გინდა,რომ 1 კაცია მარტო გამტანი ლივერპულში? ლივერპული არის გუნდი ბარსასგან განსხვავებით და 1 იგროკის კანტორა არ არის,რომლის ხუშტურზე დადის მთელი გუნდი. ბარსას ისე ჭირდებოდა კოუტინიო,როგორც რუსეთს ტერიტორიას ოსეთი. მესის მოთხოვნა შეუსრულეს უბრალოდ და 300 მილიონიანი ვალი აიკიდეს. რატო მოხდა ეს იმიტომ ხო არა მესის წასვლის შეშინდათ ხო? ბარსელონა არ დაწყებულა მესით და არც დამთავრდება მისით. მარა ამას ვერ გაიგებ რა თქმა უნდა ბარსა მესის გარეშე არ გინახავს ჯერ

    გასულია

    6 - 9 იანვარი 2018 19:05

    ციტატა: Zura88
    მანე მომწონს ლივერპულიდან.:)

    ეხლა Mთლად ჩემპიონშიპში ნუ გადავაგდეBთ კაცო ცოდოები არიან :D მარა ეხლა მაგ ფულით ეგენი მინიმუმ 2 ტოპ ტრანსფერს დადებენ. ლემარი მაჰრეზი რავი ვისი ყიდვა აღარ შეუძლიათ. ისე კი კლოპის ადგილზე ცეტრფორვარდს ვიყიდიდი. ფირმინო არაა ფორვარდი. ტიპს 10 გოლზე მეტი ვერ გააქვს პრემიერ ლიგის სეზონში. სხვა ფორვარდები ნახე, აგუერო კეინი მორატა ლაკაზეტი ყველა ამბიციურ გუნდს ყავს გოლების სტაბილური გამტანი ამათ გარდა. ლივეში სალაჰს გააქვს გოლები ჯერ მარა როდემდე? თან ფირმინო შემტევი ნახევარმცველი უფროა ვიდრე ფორვარდი, მთელი კარიერა ფორვარდის უკან თამაშობდა. იყიდონ ობამეიანგი და კოუს ადგილზე დადგება ფირმინო. თორე იგივე მაჰრეზზე რო მიდის ლაპარაკი, მაგან და სალაჰმა ერთად როგორ უნდა ითამაშონ, ისეთი მსგავსი პოზიცია აქვთ

    გასულია
    Zura88 ახალბედა

    5 - 9 იანვარი 2018 18:44

    მანე მომწონს ლივერპულიდან.:)

    საიტზეა
    mesi_10 წევრი

    4 - 9 იანვარი 2018 18:24

    ციტატა: M10 S9 D11
    რა კაი ურთიერთობა ქვქონია ლივერპულთან ტრანსფერებში და ამ ნ*******ი კლოპმა კინაღამ გაგვიფუჭა

    აბაა ეგ ნაგიჭვარი კაცი ეგა.

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    3 - 9 იანვარი 2018 17:40

    რა კაი ურთიერთობა ქვქონია ლივერპულთან ტრანსფერებში და ამ ნ*******ი კლოპმა კინაღამ გაგვიფუჭა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Victor Moses წევრი

    2 - 9 იანვარი 2018 16:55

    მეცხრე სალაჰი იქნება და ბარემ დამრგვალდეს და ვანდეიკიც გამოაყოლონ smile

    გასულია
    Maradona ახალბედა

    1 - 9 იანვარი 2018 16:54

    აუუ როდის გამოვა სათამაშოდ რა მოითმენს 20 დღე

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.