ბართომეუ: "ლივერპულის" სურვილის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა

  • 9-01-2018, 15:45
  • ბართომეუ: "ლივერპულის" სურვილის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა

    კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა.

    "ძალიან გვიხარია, რომ კოუტინიო "ბარსელონაში" გადმოვიდა. მისი ყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენი ტექნიკური პერსონალი ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობდა. ეს მარტივი არ ყოფილა. საქმე მოთმინებას მოითხოვდფა. მნიშვნელოვანია, რომ კოუტინიოს ჩვენთან გადმოსვლა თავად უნდოდა.

    "ბარსელონაში" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი გადმოვიდა, რის გამოც მოხარულნი ვართ. მისი შეძენა სხვა კლუბებსაც უნდოდათ, მაგრამ კოუტინიო აქაა, ის ვალვერდეს პროექტს შეუერთდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, კოუტინიო ოჯახის წევრებით იყო გარემოცული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი მის ოჯახსაც სურდა.

    მინდა, "ლივერპულს" მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხედით. ამ კლუბის სურვილის გარეშე არაფერი გამოვიდოდა." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    HORUS ახალბედა

    4 - 9 იანვარი 2018 21:57

    ბართომეუუხაარ?

    გასულია
    Zura88 ახალბედა

    3 - 9 იანვარი 2018 19:05

    რას ერჩით ამ კაცს. ამის დედა მივაცენზურე.:დდდ

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 9 იანვარი 2018 17:28

    ლივერპულის სურვილი კი არა ტ*****ს ჟიმIმი რო არა კოუ ბარსაში არ მოვიდოდა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 9 იანვარი 2018 15:59

    შენ მაიმც გაგაგდებენ ბარსადან თავის მოვალეობას ვერ ასრულებს კარგად
    ვინმე დადუხული პრეზედენტი უნდა ბარსას ხელს რო დადებენ ფეხბურთელს რო მოყავდეთ აი ასეთი

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.