კოუტინიოს მიმართვა "ლივერპულის" გულშემატკივრებს

კოუტინიოს მიმართვა "ლივერპულის" გულშემატკივრებს

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ, თავისი ყოფილი კლუბის, "ლივერპულის" გულშემატკივრებს Instagram-ის საშუალებით მიმართა.

"ლივერპულში ჩასვლის პირველივე დღიდან, მე და ჩემს ოჯახს თბილად გვექცეოდნენ და იქ ბევრი მეგობარი შევიძინეთ.

კლუბისა და გულშემატკივრების სილამაზეს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ვგრძნობდი. იმედი მაქვს, "ლივერპულის" გულშემატკივრებს ბედნიერი მოგონებები დავუტოვე.

როდესაც "ლივერპულში" გადავდიოდი, ამ კლუბის სიდიადის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ის, რაც იქ გადამხდა, ამ ადგილის უნიკალური სული და გული იყო. ამ ადგილს თავისი პიროვნულობა და ხასიათი აქვს.

"ლივერპული" დავტოვე, რადგან "ბარსელონა" ჩემი ოცნებაა. ოცნება იყო "ლივერპულიც", რომელსაც ჩემი ცხოვრების 5 წელი მივუძღვენი.

ფეხბურთელის კარიერა დიდხანს არ გრძელდება და მინდოდა, "ბარსელონაში" თამაშისგანაც მიმეღო სიამოვნება, როგორც "ლივერპულში" თამაშისგან ვღებულობდი.

იმედი მაქვს, "ლივერპულის" გულშემატკივრები გაიგებენ, რომ ახალი გამოცდილების მიღების სურვილი ჩემს თვალში მათ მნიშვნელობასა და "ლივერპულის" მნიშვნელობას არ ამცირებს. ამ კვალს ჩემი გულიდან ვერაფერი წაშლის.

იურგენ კლოპსა და მის გუნდს, მიმდინარე სეზონში და შემდეგაც, სიამოვნების მიღებასა და წარმატებებს ვუსურვებ. ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ღამურა
    სტუმარი [?]
    #5 9 იანვარი 2018 16:33
    0
    shuriani? kaco tqven ar izaxdit mogalatea neimario isic sxva gamowvevebistvis ga ocnebis asaxdenad wavida gundidan mashin mag logikit
    mamuka stepnadze
    სტუმარი [?]
    #4 9 იანვარი 2018 16:11
    0
    neimarisavit ki ar mikib mokiba rogorc im bozma gaaketa da gawela satqmeli ro fanebistvis guli moelbo aman pirdapir tqva satqmeli is iyo fulis xami da es kide namdvili pirovneba
    vefxvia
    სტუმარი [?]
    #3 9 იანვარი 2018 15:58
    0
    MAgari kaci xar
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #2 9 იანვარი 2018 15:49
    0
    და ამის მერე მოღალატედ გამოყავთ ლივერის ფანებს ფეისბუქსეც ტვინი წაიღეს ლივერის ქართულ ფანგვერდმაც იმენა ფიგუთ შერაცხეს "ლუის სუარესზეც" იგივეს ამბობენ მოღალატეაო როგორ უნდა თქვა ეგგ გაუნათლებლობის პიკი ჩამორჩენილო ხალხიი... 2014 წელს მარტო ათრია სუამ ლივერი მაშინ კარგი იყო და აღმერთებდნენ იგივეს თქმა შემიძლია კოუტინიოზეც უბრალოდ შურიანი ხალხი არიან , ეგენი მადრიდისტებს არაფრით ჩამოუარდებიან ნუ ყველა რეალის ფანზე არმაქ ლაპარაკი ულოგიკო და არაფრისმთქმელი ლოგიკით მოძრაობენ და უნდა უტყდებოდეთ.. ეხა რო იყიდა ლივერმა მცველი "ვან დიკი" ა თუ ვინცხა მაგაზე თქვეს მსოფლიოში საუკეთესო მცველიო ''უბრალოდ ლოოლ'' ''ლივერპული''-ჩაწერეთ ფეისბუქის გვერდი აქვთ ქართული მაგრად იღადავებთ მაგ ადმინებზე
    gio-barca29
    სტუმარი [?]
    #1 9 იანვარი 2018 15:11
    0
    კარგი სიტყვა იყო