ფილიპე კოუტინიოს პრესკონფერენცია

  • 9-01-2018, 14:19
  • ფილიპე კოუტინიოს პრესკონფერენცია

    "ბარსელონას" ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ, გუშინ, პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა, კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა კი ამ პრესკონფერენციის შეჯამება შემოგვთავაზა.

    "ბარსელონაში" გადმოსვლა ამაღელვებელია. ამ გუნდის მაისურით გოლის გატანაზე ბევრჯერ მიოცნებია.

    მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის მაისურის ტარება ძალიან ემოციური მომენტია. ამ ტრანსფერში ეჭვი არასდროს მეპარებოდა და დიდი პატივია, რომ ჩემი კუმირების გვერდით ვითამაშებ. იმედი მაქვს, სიამოვნებას მივიღებ და ტიტულებს მოვიგებ."

    ლიონელ მესი და ლუის სუარესი

    "მექნება ბედნიერება ვთქვა, რომ მესისა და სუარესის მხარდამხარ მითამაშია. ლეო დაუჯერებელი მოთამაშეა. სუარესთან ერთად კვლავ თამაშის შესაძლებლობით კი ძალიან ბედნიერი ვარ. ის ჩემი მეგობარია, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარა. ეს დიდი პატივია."

    რატომ "ბარსა"?

    "აქ თამაში ჩემი ოცნება იყო, ასეთი შანსი კი ერთხელ გეძლევა. არჩევანის "ბარსელონაზე" გაკეთება ადვილია, რადგან ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ჩემი კუმირები არიან."

    ნეიმარი

    "ნეიმარი ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენ ერთად ეროვნულ გუნდში ვთამაშობთ. "ბარსელონას" შესახებ მან ბევრი კარგი რამ მითხრა. მან მითხრა, რომ შესანიშნავი გასახდელი დამხვდებოდა. ეს ლუის სუარესმა და პაულინიომაც მითხრეს."

    ჩემპიონთა ლიგა

    "მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ამისთვის კიდევ 5 წელი მაქვს და იმედია, ამ ტურნირზე არაერთი წლის განმავლობაში ვიასპარეზებ."

    პოზიცია მოედანზე

    "ჩემი მიზანი გულშემატკივრების გაბედნიერებაა, ჩემთვის პოზიციის შერჩევა კი მწვრთნელის გადასაწყვეტია. თავდაუზოგავად უნდა ვიმუშავო და გუნდს დავეხმარო."

    კომენტარები [ 9 ]

    გასულია
    dshvelidze წევრი

    9 - 9 იანვარი 2018 17:06

    კოუ გენაცვალე ძმაო.აბა შენ იცი.
    მგონია,რომ აქ დაასრულებს კარიერას ისე უყვარს ბარსა.

    გასულია

    8 - 9 იანვარი 2018 15:45

    midi kou

    გასულია

    7 - 9 იანვარი 2018 15:39

    აუ მაგარი გამისწორდა რო გადმოვიდა ბარსაშიი
    ბარსელონა კარგად საუბრობს და დასსაფასებელია
    იმედი მაქვს როგორც ლივერპულში დაფრინავდა ისევე გაგრძელებს კატალონიურ გუნდში
    უნდა დაგვეხმარო ტიტულების მოგებაში კოოუ :***

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    6 - 9 იანვარი 2018 15:33

    უხ შენ გენაცვალე კოუ უნდა იფრინო ბარსაში

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Zura88 ახალბედა

    5 - 9 იანვარი 2018 14:55

    ეს ჩვენია?კოდევ არ მჯერა, სანამ ბარსას ფორმით არ ვნახავ მოედანზე მანამდე ვერ დავიჯერებ.:დდ

    გასულია

    4 - 9 იანვარი 2018 14:47

    midi da aba shen ici meti shoreuli dartymidan gatanili goli icode reals unda moawovo pirshi shoridan rac sheidZleba bevri goli gaitAne barselona ar gamoircheva shoreuli da lamazi golebit da iqneb shen mainc gvishvelo

    საიტზეა
    Messiah წევრი

    3 - 9 იანვარი 2018 14:43

    5 წელი მინიმუმია კოუ ... დარწმუნებული ვარ გააგრძელებ 5 წლის შემდეგაც

    --------------------

    We 61D it !
    გასულია
    Julayidze წევრი

    2 - 9 იანვარი 2018 14:35

    აბა შენ იცი მთავარია ტრავმებმა არ შეგაწუხოს და დალშე რო გაამართლებ ეგ მონდომებაძეც გეტყობა heart_eyes

    საიტზეა
    philipe coutinio 1996 ახალბედა

    1 - 9 იანვარი 2018 14:22

    Midi kou unda mivangriot madridi da kidev sxva bevri klubi

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.