ჩავი: მესის ფეხბურთი ხარისხიანიცაა და სანახაობრივიც

ჩავი: მესის ფეხბურთი ხარისხიანიცაა და სანახაობრივიც

"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ მთავარი ხარისხიანი ფეხბურთია და არა სანახაობრივი, ხოლო ლიონელ მესის ორივე ერთად გამოსდის.

"ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რას ამბობდა ლუის არაგონესი. ის ითხოვდა, გვეთამაშა ხარისხიანი და არა სანახაობრივი ფეხბურთი. მე არ მესმოდა და ვეკითხებოდი, თუ რას ნიშნავდ ეს. ის მპასუხობდა: "კი ბატონო, ითამაშეთ სანახაობრივი ფეხბურთი, მაგრამ იმისთვის, რომ 4 მეტოქე მოატყუოთ."

სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ესპანეთში ბევრმა ფეხბურთელმა კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ისინი უკვალოდ გაქრნენ. არსებობს ფილიგრანული ფინტები, მაგრამ რა საჭიროა ისინი? მესი მსგავს რამეს აკეთებს? ის ასეთ ფინტებს არასდროს აკეთებს, მაგრამ მას მაინც ყველაფერი სწორად გამოსდის. მესის ფეხბურთი იმდენად ხარისხიანია, რომ ის სანახაობრივიცაა." - განაცხადა ჩავიმ El Pais-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    CoutinhO7.
    სტუმარი [?]
    #4 9 იანვარი 2018 20:30
    0
    ჩავი შე ბრძენო ! blush
    Culé [?]
    #3 9 იანვარი 2018 14:17
    0
    აღარაა ის თავისუფალი მესი რაც იყო.
    ახლა უფრო სხვა სახე უჭირავს,რაც ცოტა შეაფერხებს მის შესაძლებლობებს.
    ბოლომდე უნდა დაიხარჯოს,თავისუფლად უნდა ითამაშოს.
    Culé [?]
    #2 9 იანვარი 2018 13:15
    0
    რა დრო იყო ხავიესტა და მესი, ბარსა დაფრინავდა!! რო იტყვიან ყველა ვარსკლავები ერთ ხაზე იყო!!
    nesi
    სტუმარი [?]
    #1 9 იანვარი 2018 13:13
    0
    ასეთი ზუსტი შეფასება ჯერ არცერთ ადამიანს არ უთქვამს,რა საჭიროა გაუთავებელი უაზრო ფინტები,კარგი ფინტი ნიშნავს იმას რასაც გუნდისთვის შედეგი მოაქვს და არა გაუთავებელი ბურთის წინ და უკან პროწიალი და მეტოქის რამდენჯერმე დამცირება..რონალდიონიოც შედეგიანად აკეთებდა ამას და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.