კოუტინიოს მცირე ტრავმა აქვს და ის "სელტასთან" არ ითამაშებს

კოუტინიოს მცირე ტრავმა აქვს და ის "სელტასთან" არ ითამაშებს

ფილიპე კოუტინო "ბარსელონას" მცირე ტრავმით შეუერთდა, რის გამოც, "სელტასთან" ხუთშაბათს გასამართ შეხვედრაში მისი დებიუტი არ შედგება. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

კოუტინიომ "ლივერპულის" ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან ტრავმა მოიმიზეზა, რადგან ინგლისურ კლუბში თამაში არ სურდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრავმა მართლაც აწუხებს. მადრიდული პრესის ცნობით, ის ბარძაყის არეში დისკომფორტს გრძნობს, რის გამოც ესპანეთის თასზე "სელტას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

კოუტინიოს დებიუტი კვირას, 14 იანვარს, "სოსიედადთან" გასვლით შეხვედრაში იგეგმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 იანვარი 2018 16:14
    0
    20 დღეო
    bagratichi
    სტუმარი [?]
    #2 8 იანვარი 2018 15:14
    0
    სოსიედადთან გასვლაზე - მეტიკაი დებიუტი რაგინდა მიტუმეტეს როცა ბარსას ფეღბურთელიხარ
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2018 15:11
    0
    აურა მოითმენს ისე სელტასთან მაგარი გვჭირდებოდა