„ელ კლასიკოს“ მეფე: მესის ყველა ახალი მიღწევა

„ელ კლასიკოს“ მეფე: მესის ყველა ახალი მიღწევა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "რეალს" (3:0) ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ უამრავი ახალი რეკორდი დაამყარა.

არგენტინელმა 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, მატჩის მიწურულს კი ალეიშ ვიდალს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით, 30 წლის ლეგენდამ გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა - მას 526 გოლი აქვს ერთი გუნდის მაისურით.

ლიონელმა მე-17 გოლი გაუტანა "რეალს" პრიმერას ფარგლებში, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამავდროულად, სწორედ მესის ანგარიშზეა ყველაზე მეტი გოლი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ "კლასიკოებში" - 15.

საერთო ჯამში, "ბარსას" ათიანის აქტივში 25 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო დაპირისპირების ფარგლებში - ეს ციფრებიც რეკორდულია.

გუშინ გატანილი გოლი მესისთვის მე-15 აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რის დამსახურებითაც, არგენტინელი ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ტურნირის ზედიზედ 10 სეზონში მინიმუმ 15-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

მოცემულ მომენტში ლეო 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირია 54 გოლით. ის კრიშტიანუ რონალდუს, რობერტ ლევანდოვსკის, ედინსონ კავანისა და ჰარი კეინს ასწრებს (53), თუმცა ბოლოს ხსენებულს კიდევ ერთი მატჩი აქვს თადარიგში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 დეკემბერი 2017 15:42
    0
    და ამ ბოლო ხსენებულმა სწორედ შაბათს გაიტანა 3 გოლი, ალბათ საუთჰემპტონთანაც გაიტანს ბოლო ტურში.
    kristine
    სტუმარი [?]
    #4 24 დეკემბერი 2017 21:15
    0
    საუკეთესო ხარ ლეო heart_eyes heart_eyes heart_eyes
    lupo
    სტუმარი [?]
    #3 24 დეკემბერი 2017 16:05
    0
    მეფეა ეს მეფეეე და ამის მერე მოდის ყველა დანარჩენი
    Culé [?]
    #2 24 დეკემბერი 2017 13:28
    0
    მეფეა მეფე!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 დეკემბერი 2017 13:18
    0
    კეინმა 3 შეაგდო გუშინ :დ