"ბარსელონა" მზადაა იერი მინაში 14 მილიონი გადაიხადოს
don balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიურ "პალმეირასს", კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, იერი მინას სანაცვლოდ, 14 მილიონი ევრო გადაუხადოს.
კლუბებს შორის აქამდე არსებული შეთანხმების მიხედვით, "ბარსელონას" უფლება ჰქონდა მინა 9 მილიონ ევროდ შეეძინა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს შეთანხმება ძალაში ტრანსფერის 2018 წლის ზაფხულში განხორციელების შემთხვევაში იქნებოდა. ვინაიდან "ბარსელონას" მინას იანვარში დამატება სურს, ბრაზილიელებმა 5 მილიონი ევროთი მეტი მოითხოვეს და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, კატალონიელები მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]