"სიტი" "ბარსელონას" 56 მილიონ ევროს შესთავაზებს

"სიტი" "ბარსელონას" 56 მილიონ ევროს შესთავაზებს

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა თავის გუნდში "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას აპირებს, იტყობინება Don Balon.

29 წლის ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა გვარდიოლა თვლის, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ბუსკეტსის გაყიდვას 56 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათანხმდებიან.

გვარდიოლა მოთამაშეს კარგად იცნობს, სწორედ მან დააწინაურა 2008 წელს ესპანელი "ბარსელონას" პირველ გუნდში. ბუსკეტსის ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zuka10
    სტუმარი [?]
    #3 23 დეკემბერი 2017 15:41
    0
    ციტატა: LuuKaa2002
    მაგას პლიუს დე ბრუინი ან სანე და გაასწორებს ან ორივე ფულის გარეშე :დ

    მაგაზე ყველა თანახმაა
    [?]
    #2 23 დეკემბერი 2017 15:38
    0
    Albat maisuri unda busis. 56 ad mivcemt. Shortic tu unda erti magdeni daamatet
    LuuKaa2002
    სტუმარი [?]
    #1 23 დეკემბერი 2017 15:04
    0
    მაგას პლიუს დე ბრუინი ან სანე და გაასწორებს ან ორივე ფულის გარეშე :დ