რონალდინიოს დაუგეგმავი ვარჯიში

  • 26-09-2007, 19:16
  • გუშინ რონალდინიომ "ნოუ კამზე” დაუგეგმავი ინდივიდუალური ვარჯიში გამართა, რომელიც მას უნდა დაეხმაროს ტრამვისაგან საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში.

     

    რონალდინიო მოედანზე ფიზიოთერაპევდთან ერთად 18:00 საათზე გამოჩნდა და 30 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდა. ეს იყო მოკლე ვარჯიში იმის დასადგენად, თუ გამოჯანმრთელების პროცესმა რა პროგრესი განიცადა უკანასკნელ დღეებში, რადგან რონალდინიო უახლოვეს მომავალში გეგმავს მოედანზე დაბრუნებას.

    როგორც ცნობილია რონალდინიომ "სევილიასთან” საშინაო შეხვედრა ტრამვის გამო გამოტოვა და იგივე მიზეზით მას დღეს, "სარაგოსას” წინააღმდეგ გასამართ მატჩსაც გამოტოვებს. გუშინ რონალდინიო ძირითადად მოძრაობების კოორდინირებაში და სირბილში ვარჯიშობდა.

    რონალდინიომ გარკვეული პერიოდი ბურთთან ერთადაც ივარჯიშა, მაგრამ ეს ძალზე ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან რეციდივსი შიში ჯერ კიდევ არსებობს.

    გულშემატკივრების მხარდაჭერა

    რონალდინიოს ვარჯიშს ესწრებოდნენ მოედანზე შეკრებილი ტურისტები, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის სახელს სკანდირებდნენ და მხარს უჭერდნენ მას. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს თავისი საფირმო ფინტის შესრულებით გადაუხადა.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.