ჟორდი ალბა ინდივიდუალურ რეჟიმში ვარჯიშობს

  • 20-12-2017, 18:04
  • ჟორდი ალბა ინდივიდუალურ რეჟიმში ვარჯიშობს

    "ელ კლასიკოსთვის" მზადება გრძელდება და დღეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა სიუტატ ესპორტივაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშეს. გუნდისგან ცალკე, სპეციალურ რეჟიმში ივარჯიშა ჟორდი ალბამ, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ტრავმა აქვს, ინფორმაცია არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, ამის მიზეზი დაზიანება არ არის. ინდივიდუალურად ვარჯიშობენ ასევე სამუელ უმტიტი, არდა თურანი, პაკო ალკასერი და ჟერარ დეულოფეუ, უსმან დემბელემ და რაფინიამ კი გამოჯანსაღების პროცესი, ფაქტიურად, უკვე დაასრულეს და დღეს ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ. 

    თეგები: ჟორდი ალბა


    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 20 დეკემბერი 2017 20:13

    არამოგნია რაფინია ან დემბელე ათამაშოს ვალვერდემ კლასიკოზე

    გასულია

    3 - 20 დეკემბერი 2017 19:40

    რა თქმა უნდა კარგი იქნება დემბელე და რაფინია ელ კლასიკოზე მაგრამ ალბათ არ გარისკავენ მათ თამაშზე გამოყვანას ან ცოტა ხანს ათამაშებენ

    გასულია

    2 - 20 დეკემბერი 2017 19:18

    დემბელეს არ გარისკავენ სავარაუდოდ.

    საიტზეა

    1 - 20 დეკემბერი 2017 18:20

    Vinmes ar aq rame imformaciaa iqneba tu ara dembelie klasikozee. Yvelgan weren gamojanmrteldao daa.