ჟორდი ალბა: "კლასიკოს" კარგ ფორმაში ვხვდებით

ჟორდი ალბა: "კლასიკოს" კარგ ფორმაში ვხვდებით

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" კომენტარი გააკეთა და საჩემპიონო კორიდორზეც ისაუბრა.

"ვნახოთ, რა იქნება შაბათს, მაგრა, ვფიქრობ, საჩემპიონო კორიდორი ისეთი ტურნირებისთვისაა, რომლებშიც ორივე გუნდი მონაწილეობს, ჩვენ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ გვითამაშია.

ნეიმარის გარეშე თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ და საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოსაგებად მივდივართ. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ "რეალის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუ მოვიგებთ, მადრიდელებს არ ჩამოვწერდი, მაგრამ მათთვის ეს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დიდი დარტყმა იქნება", - ციტირებს ალბას სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    fan of barselona
    სტუმარი [?]
    #1 19 დეკემბერი 2017 18:26
    0
    რამდენ თემას გადაწვდა ერთი ინტერვიუთი