მესის შესაშური შედეგი "დეპორტივოსთან" დაპირისპირებაში

მესის შესაშური შედეგი "დეპორტივოსთან" დაპირისპირებაში

"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი კატალონიური კლუბის მომდევნო მეტოქის, ლა კორუნიის "დეპორტივოს" წინააღმდეგ შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა.

"დეპორტივოს" წინააღმდეგ ჩატარებულ 15 შეხვედრაში მესის 17 გოლი აქვს გატანილი. ამ 15 მატჩიდან "ბარსამ" 11 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.

"ბარსელონასა" და "დეპორტივოს" შორის გამართულ ბოლო 9 დაპირისპირებიდან ლეომ თავი რვაში გამოიჩინა, სულ 13-ჯერ. ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არგენტინელმა გოლი ვერ გაიტანა, ბოლო დაპირისპირებაა - მიმდინარე წლის მარტში, "დეპორტივომ" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა და კატალონიელთაგან გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 16 დეკემბერი 2017 23:46
    0
    ლეო შენი პოკერი მინდა დეპორტივოსთან რეალთან ჰატრიკი
    Culé [?]
    #1 16 დეკემბერი 2017 23:36
    0
    მიდი ლეო შენი იმედი გვაქ ყველას