"ელ კლასიკოს" მსაჯი ცნობილია

"ელ კლასიკოს" მსაჯი ცნობილია

დღეს ცნობილი გახდა, რომ 23 დეკემბერს გასამართ "ელ კლასიკოს" 34 წლის მურსიელი არბიტრი, ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

მარტინესს "ბარსელონას" მატჩში მონაწილეობა 8-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 5 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დააასრულეს და 1 წააგეს, გაიტანეს 25 და გაუშვეს 8 გოლი. ამ არბიტრმა კატალონიელი ფეხბურთელები 11-ჯერ გააფრთხილა.

"რეალის" შეხვედრაში მარტინესს 9-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 7 მოგება და 2 ფრე აქვთ. მათ 29 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს, ასევე მიიღეს 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.

უშუალოდ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მარტინესს ერთხელ მიუღია. მიმდინარე წლის აგვისტოში, ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში, "რეალმა", მადრიდში, 2:0 მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MR INI
    სტუმარი [?]
    #1 13 დეკემბერი 2017 18:58
    0
    ციტატა: Always white
    კიდევ ერთხელ უმსაჯებს კლასიკოს და მერე დაამშვიდებს ატირებულ და ნახმარ კატალუნიელებს smiley smiley

    რეალი ჟირონამ იხმარა და ესპანეთის ჩემპიონატშიც ნახმარია უკვე თან კარგად,გარდა მაგისა კიდე ერთი ხმარება თებერვალში გელით,უფრო სწორად ორი