ნორმან ფოსტერი – “ჩვენ გვსურს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონის შექმნა”

  • 25-09-2007, 19:28
  • ნორმან ფოსტერმა მიიღო რთული გამოწვევა – მან 21-ე საუკუნის სტანდარტების გათვალისწინებით რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტაროს "კამპ ნოუს”, თან არ უნდა შეცვალოს მისი ორგინალური დიზაინი. არქიტექტორი ამ პროექტს პასუხისმგებლობით ეკიდება და დარწმუნებულია წარმატებაში.

     

    ნორმან ფოსტერმა ინტერვიუ მისცა”ბარსელონას” ოფიციალური საიტს და "Barca TV”-ს, რომელსაც ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ:

    -რას ფიქრობთ დღევანდელ "ნოუ კამპზე”?

    ეს შესანიშნავი სტადიონია და მიუხედავად იმისა, რომ მას გახსნის დროს უკვე ბევრი რამ გაუკეთეს, დღეისათვის კრიტერიუმები შეიცვალა და ჩვენ ვაპირებთ მის რეკონსტრუქციას. ჩვენ სტადიონს არაფერს არ გავუფუჭებთ, უბრალოდ გავაუმჯობესებთ მას. ეს მართლაც შესანიშნავი ნაგებობაა და აქ არაჩვეულებრივი სიტუაციაა, ხოლო ჩვენ შევეცდებით დავამატოთ და გავაუმჯობესოთ საჭირო დეტალები. ჩვენ სტადიონს გავუკეთებთ სახურავს, რათა მაყურებლები იყვნენ დაცული, მაგრამ სახურავი იქნება მოძრავი.

    -რატომ წარადგინეთ თქვენი პროექტი კონკურსზე?

    ნუთუ შეიძლება რომელიმე არქიტექტორმა ამაზე უარი თქვას? "ბარსა” – ეს ფენომენია, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. ასე რომ, ჩვენ ვიყავით ენთუზიაზმით სავსენი და მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ჩვენ გავიმარჯვეთ კონკურსში.

    -როგორ ხედავთ თქვენ ახალ "ნოუ კამპს”?

    თუ მე შევეცდები ამის სიტყვიერად აღწერას, მაშინ მე ეს ნამდვილად გამიჭირდება. ეს სტადიონიშ არის გულშემატკივრებისთვის მშობლიური და ჩვენ შევეცდებით მის გაუმჯობესებას. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ამ ასიმეტრიული სტადიონით, ამ ყველაფერს ჩვენ შევინარჩუნებთ, გავზრდით ტევადობას და გავაკეთებთ სახურავს – ეს ყველაფერი კი გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას. იმისათვის, რომ გულშემატკივრებმა ადვილად მოახერხონ ბოლო იარუსზე ასვლას, ამისათვის ჩვენ დავამონტაჯებთ ლიფტს. ჩვენ გვსურს შევქმნათ მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი, რის შემდეგაც მას დავფარავთ მოზაიკებით, გაუდის სტილში. მოზაიკა იქნება რა თქმა უნდა ფერადი, კლუბის და კატალონიის ფერებში. ეს ყველაფერი ნაგებობას "სუნთქვის” საშუალებას მისცემს. ამ ყველაფერთან ერთად ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა ადგილი, სადაც დამონტაჟდება განსაკუთრებული ვენტილიაცია. ეს ნამდვილად შესანიშნავი ადგილი იქნება.

    -რამ გიბიძგათ, რომ შეგექმნათ ასეთი დიზაინი?

    თვითონ კლუბმა, სტადიონმა, მისმა არქიტექტურამ, ისტორიამ, ამ არენის რეპუტაციამ, ქალაქმა, კატაონიამ, ფორმის ფერებმა. . . ზოგი რამის აღწერა შესაძლებელია, დანარჩენი კი უბრალოდ სტადიონით უნდა შეიგრძნო. აი ამ ყველაფერმა მიბიძგა.

    -როგორც ცნობილია ახალ სტადიონს აღარ ექნება ქუჩისგან გამყოფი ღობე

    ახალი სტადიონი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული გარემოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის უჩვეულო პროექტი – სტადიონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ არ გახდეს საჭირო მისი დახურვა, არამედ უნდა დარჩეს გახსნილი და მასზე ჩვეულებრივად გაიმართოს მატჩები. სტადიონზე არ იქნება არანაირი მძიმე ტექნიკა.

    -როგორ მოახერხებთ, რომ მატჩები და რეკონსტრუქცია ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან?

    ამისათვის სტადიონის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს ბევრი სპეციალისტი, რომლებიც იზრუნებენ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ინჟინრები და მუშები იმუსავებენ იმ კონცეფციის განსავითარებლად, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და რომლის მიხედვითაც ჩვენ არ დაგვჭირდება სტადიონზე მძიმე ტექნიკის მობილიზება, რეკონსტრუქცია გაგრძლელდება მთელი სეზონის განმავლობაში. სეზონის განმავლობაში სტადიონი ფაქტობრივად არასდროს არ არის ცარიელი, ასე რომ ხალხს საშუალება ექნება თვალი ადევნოს სტადიონის გაუმჯობესების პროცესს.

    "ნოუ კამპი” ნორმან ფოსტერისთვის პირველი კატალონიური პროექტი არ არის, მისი კომპანიის განხორციელებული არის ასევე Collserola-ს ცათამბრჯენის პროექტი. ფოსტერის სიტყვებით ამ ორივე პროექტს აქვთ ერთმანეთთან საერთო, "ცათამბრჯენის და სტადიონის ერთმანეთთან სიახლოვე უკვე საინტერესოა. პროექტები ერთმანეთს გავს ასევე მათში გამოყენებული კაბელებითაც, ცათამბრჯენი ჰორიზონტის ფონზე თვალწარმტაცად გამოიყურება იმის გამო, რომ მასში გამოყენებული კაბელები ფაქტობრივად უხილავია. ჩვენ ამავე პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ სტადიონის შემთხვევაშიც და შევეცდებით, რომ კაბელები არ ჩანდეს”.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.