ჟორდი ალბა: ყოველთვის, როცა ბურთი მაქვს, ვცდილობ ის მესის მივაწოდო

ჟორდი ალბა: ყოველთვის, როცა ბურთი მაქვს, ვცდილობ ის მესის მივაწოდო

"ვილიარეალთან" თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, ჟორდი ალბამ, რომლის დუეტიც ლიონელ მესისთან ბოლო პერიოდში შედეგიანობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის, როცა ბურთი მაქვს, ვცდილობ მესი მოვძებნო და მას მივაწოდო ბურთი, ამის შემდეგ კი ის თითქმის ყოველთვის იტანს. ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის ლიდერია.

ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს არც ისე იოლი გამოდგა, თუმცა კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში". - განაცხადა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 დეკემბერი 2017 15:18
    0
    ალბიშეე <3 შე კლასნო <3
    --------------------
    GRACIES JOHAN...