ერნესტო ვალვერდე: ალბასა და მესის თამაში ჩვენი სადაზღვევო პოლისია

  • 11-12-2017, 14:20
  • ერნესტო ვალვერდე: ალბასა და მესის თამაში ჩვენი სადაზღვევო პოლისია

    "ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ვილიარეალთან" მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ხაზი ლიონელ მესისა და ჟორდი ალბას შეთამაშებას გაუსვა.

    "მნიშვნელოვანი და რთული თამაში იყო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელთან სტუმრად ქულების აღებაც ძნელია. მეტოქე თამაშის კონტროლში ხელს გვიშლიდა და

    მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა.

    საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვის შემდეგ მოგება გვსურდა.

    ჟორდი ალბა ჩვენი ერთ-ერთი იარაღია. "ვილიარეალი", მოედნის ცენტრში, მჭიდროდ გვეთამაშებოდა და ამის გათვალისწინებით, ფლანგის მოთამაშეებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. პირველ ტაიმში ბევრს ვრისკავდით და ბურთის დაკარგვის შემდეგ, მეტოქეს სივრცეებს ვაძლევდით. შესვენების შემდეგ, გადამწყვეტი ალბას გარღვევები გახდა. ის მესისთან ძალიან კარგადაა შეთამაშებული. ეს ორი ფეხბურთელი, ჩვენთვის, სადაზღვევო პოლისივითაა.

    რაბას გაძევება? გამეორება ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, ის ყველაზე პასიურად აპროტესტებდა. მესმის, რომ ფეხბურთელი ბურთზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ მან კონტროლი დაკარგა. ეს უხეში ჯარიმა იყო და მსაჯმაც ასეთად შეაფასა." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Football Espana.

    აქვე, ერთი სტატისტიკაც - ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლიონელ მესის ყველაზე მეტი, 5 საგოლე გადაცემა ჟორდი ალბამ გაუკეთა.



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 11 დეკემბერი 2017 17:02

    ალბა კარგია, მაგრამ ალვესთან ჯერ ვერ მოვა.

    გასულია

    2 - 11 დეკემბერი 2017 16:20

    ძალიან უსახურად თამაშობს ბარსა,მესმის რაგაცა რეზულტატი გვაქვს, თამაშის ხარისხი ძალიან ცუდია, უბრალოდ ბარსა იგებს ინდივიდუალური კლასის ხარჯზე, რაში ეტყობა ტრენერის ხელი? ალბათ ლა ლიგს მოვიგებთ , იგიც საეჭვოა ამ თამაშით ლიგაზე 1|4 ვერ გავცდებით

    გასულია

    1 - 11 დეკემბერი 2017 15:06

    ვალვერდე შენზე სირი .წვრთნების დედა ვატირე. რა საზიზღარი თამაში იყო გუშინ არანაირი ფანტაზია და ბურთის კონტროლი. ამ რმბერტოსაც რომ შეცაა დააყენე რა სემედუ