არტურმა "ბარსელონას" თანხმობა მისცა

არტურმა "ბარსელონას" თანხმობა მისცა

ბოლო პერიოდში არტურის სახელს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ. "კოპა ლიბერტადორესის" გასული ფინალის გამარჯვებული და საუკეთესო მოთამაშე კლუბის მესვეურებს ძალიან მოსწონთ. 21 წლის, "გრემიოს" ნახევარმცველი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და "ბარსელონას" სურს, ყველაფერი მალე შეათანხმოს და ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

კლუბის სკაუტები ახალგაზრდა ბრაზილიელს 2017 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, "ლანუსთან" დაპირისპირებას კი კატალონიელთა სპორტული დირექტორი - რობერტ ფერნანდესიც ესწრებოდა. აღნიშნული დუელის პირველი შეხვედრის შემდეგ, ესპანური SPORT-ის ინფორმაციით, მან ფეხბურთელის აგენტთან, ხორხე მაჩადოსთან ერთადაც ისადილა.

ამის შემდეგ ფერნანდესი თავად ფეხბურთელსაც შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილა. საბოლოოდ კი ყველაფერი ინტერნეტში ორი ფოტოს გავრცელებით დასრულდა, რომელზეც არტურს "ბარსელონას" ფორმა აცვია.

მთელი წლის განმავლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი "ბარსას" ინტერესი ნათელი იყო. თავად ფეხბურთელს კი, რომელიც ანდრეს ინიესტათი აღტაცებულია და სათამაშო სტილი ჩავი ერნანდესს წაუგავს, ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება ძალიან სურს.

ნახევარმცველს სწამს, რომ ვერც ერთ ევროპულ გუნდში იგი ისე ვერ განვითარდება, როგორც "ბარსელონაში". თავის მხრივ კი კატალონიელებმა, რომელთა მსგავსადაც ბრაზილიურ ბაზარზე არავინ აქტიურობს, ფეხბურთელის გადაბირებაში უპირატესობაც მოიპოვეს.

კლუბმა ფეხბურთელს და მის გარემოცვას შეატყობინა, რომ სურვილი რეალურია. შესაძლოა ტრანსფერი ზამთარში, ბრაზილიური სეზონის, ან ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგეს, სადაც სავარაუროდ შუახაზელი მონაწილეობას მიიღებს და ტიტეს 23 კაციან განაცხადშიც მოხვდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არტურმა თავისი ნაბიჯი უკვე გადადგა და "ბარსას" ხელმძღვანელობამ იცის, რომ მას მხოლოდ "ბარსელონა" სურს და როცა კონტინენტის შეცვლის დრო მოვა, არჩევანს კატალონიურ გრანდზე შეაჩერებს.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი, რომლის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონია, სხვა კლუბებიდან ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელ წინადადებას მიიღებს, იგი მათ დაბლოკავს, რადგან მას არანაირი მიზანი არ აქვს, "ბარსელონას" მატარებელს ჩავლის უფლება მისცეს, როგორც ეს გასულ წელს ვინისიუს ჯუნიორმა გააკეთა და ფლორენტინო პერესს 60 მილიონიან ტრანსფერზე დათანხმდა.

თავის მხრივ, როგორც არტურმა უკვე განაცხადა, მას არ სურს, "გრემიოს" - ანუ კლუბის, რომელშიც 14 წლიდან ირიცხება, უკანა კარიდან დატოვება და "ბარსელონასაც" ბრაზილიური გუნდის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს.

ასევე SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" წარმომადგენლები ბრაზილიელთა ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და კლუბებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 დეკემბერი 2017 21:29
    0
    Es da koutinibio ra centrs shekraven naxet tqven

    Burtis floba 80%ze ava
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 დეკემბერი 2017 21:00
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    კაროჩე მაინც მოყავთ ეს ან გაამართლებს ან არა იგროკი თან 50 მილიონად ნიჩივო სიბეე

    ჰო გაამართლებს თუ არა ეგ არავინ არ იცის...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 დეკემბერი 2017 20:52
    0
    რაც ვნახე ამის თამაშები გრემიოში (სილკნეტზე) უფრო ცენტრიდან და მარჯვნივ თამაშობდა და კოუს ადგილას ვერანაირად ვერ იქნება ისე პასი აქვს იცოცხლეთ !
    [?]
    #1 8 დეკემბერი 2017 19:53
    0
    კოუ იმაზება ესეიგი. ამის ყიდვა და დაიჯარება ჯობია მარა სად აქვს ბართომეუს მაგდენი ტვინი