მასკერანოს ჩინეთში იწვევენ

მასკერანოს ჩინეთში იწვევენ

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" არგენტინელ მცველს, ხავიერ მასკერანოს სათამაშოდ ჩინეთში იწვევენ.

AS-ის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელის დამატებით "ტიანცზინ ციუანცზიანია" დაინტერესებული. ჩინური კლუბი მზადაა მასკერანოს გასამმაგებული ხელფასი და მეტი სათამაშო დრო შესთავაზოს.

მასკერანომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ "ბარსელონაში" მისი დრო დასასრულს მიუახლოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს უკვე იანვარში წასვლა სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.