ტიერი ანრი – “რონალდინიომ შეცვალა კლუბის ისტორია”

  • 25-09-2007, 17:36
  • "ბარსელონას” თავდამსხმელმა ბრიტანულ "Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაქო თავისი ამჟამინდელი კლუბი და რონლადინიო, ასევე თავისი ყოფილი თანაგუნდელი, სესკ ფაბრეგასიც.

     

    ტიერი ანრიმ მხარი დაუჭირა რონალდინიოს და განაცხადა, რომ ბრაზილიელს კლუბის უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.

    ანრი გაკვირვებული იყო იმ პოლემიკის გამო, რომელიც გაიმართა რონალდინიოს "ლიონთან” მატჩში შეცვლის შემდეგ, "მე ვერ ვპოულობ სიტყვებს ამის ასახსნელად, ჩემთვის რონი იყო და დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. სიმართლე გითხრათ, მე არ გამიგია ტრიბუნებიდან სტვენა, რადგან როცა თამაშობ, აქცენტი გაკეთებული გაქვს თამაშზე და არა იმაზე, ვინ ვის უსტვენს, მაგრამ მე შემიძლია წარმოვიდგინო რას გრძნობს ადამიანი, როდესაც მისგან რაიმე შეუძებელს ითხოვენ. რონი უნიკალური ადამიანი და ფეხბურთელია და მან ჩეცვალა კლუბის ისტორია, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა მის გვერდით თამაში” – განაცხადა ანრიმ.

    რაც შეეხება "ბარსელონაში” გატარებულ თავის პირველ თვეებს, ანრი ამბობს: "აქ ცხოვრება შესანიშნავია, მე აქ ყველა კარგად დამხვდა. კლუბი არის ერთი დიდი ოჯახი. როდესაც შენ აქ ჩამოდიხარ, ხვდები, რომ ხარ კატალონიაში და არა ესპანეთში. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მე გაკვირვებული დავრჩი, როცა დავინახე, თუ რამდენი გულშემატკივარი ესწრება კლუბის ვარჯიშებს. როდესაც მე ინგლისში ვთამაშობდი, ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს არ ყოფილა განსაცვიფრებელი, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც მიიქცია”.

    ბოლოს ანრიმ ასევე ისაუბრა თავის ყოფილ კლუბზე, ლონდონის "არსენალზე” და კატალონიელ სესკ ფაბრეგასზე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერად იქცა. "როდესაც ჩესკის თამაშს უყურებ, მის სათამაშო მანერებს, თუ როგორ ხედავს იგი მოედანს, გეჩვენება, რომ იგი 30 წლის არის.  ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება, რომელიც მე ჩესკში მომწონს, არის ის, რომ მას არ უყვარს წაგება”.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.