ვალვერდე: უმტიტის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება

ვალვერდე: უმტიტის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "სელტასთან" მატჩის შემდეგ საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მისმა გუნდმა 3 ქულის მოპოვება.

"სელტამ" თამაში მოულოდნელად სწრაფად დაიწყო და ჩვენ ინიციატივის ხელში აღება გაგვიჭირდა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მალე მოვახერხეთ გათანაბრება, რის შემდეგაც მოედანზე ვდომინირებდით და დავწინაურდით კიდეც.

შეგვეძლო, ანგარიში 3-1 გაგვეხადა, მაგრამ მაშინ უმტიტიმ დაზიანება მიიღო,  ამის შემდეგ კი დაცვაზე და შეტევაზე ძალების სწორად გადანაწილება ვერ მოვახერხეთ და გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. რამდენიმე ფეხბურთელს შანსი მერეც ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ისინი ვერ გამოვიყენეთ. უმტიტი ძალიან დაგვაკლდება, ის ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობდა." - აცხადებს ვალვერდე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #2 3 დეკემბერი 2017 12:41
    0
    es magari yl.. ra ise dagverxa umtos gareshe
    dembelee
    სტუმარი [?]
    #1 2 დეკემბერი 2017 21:30
    0
    sheni aq mosvla iyo danaklisic da gadanaklisic she yvero kaco she