იოჰან კრუიფი – “მთავარი არა აქვს ვინ იყავი, მთავარი არის ახლა ვინ ხარ”

  • 25-09-2007, 00:53
  • "ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ "არა აქვს მნიშვნელობა ვინ იყავი წარსულში, მთავარი არის ვინ ხარ ახლა”. ამ სიტყვებით მფრინავმა ჰოლანდიელმა სავარაუდოდ მიანიშნა რონალდინიოზე, რომელმაც ტრამვის თუ წინა ღამით წვეულებაზე მოლხენის გამო "სევილიასთან” დაპირისპირება გამოტოვა.


    თავის ყოველკვირეულ სტატიაში "El Periódico”-ში კრუიფმა განმარტა, რომ "გუნდი არის თითოეულ ფეხბურთელზე  მნიშვნელოვანი” და დაამატა, რომ "როდესაც შენ ახდენ გუნდის ფორმირებას, შენ ყოველთვის უნდა აირჩიო ის, ვინც უკეთეს ფორმაში, როგორი სახელიც არ უნდა ჰქონდეს რომელიმე ფეხბურთელს”.

    კრუიფი ფიქრობს, რომ "თუ რონალდინიო ან სხვა ფეხბურთელი ფორმაში არ არის სანაკრებო თამაშის, ხანგრძლივი ფრენის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, ამაში არავითარი პრობლემა არ არის, წინ კიდევ ბევრი მატჩია მისთვისაც და სხვებისთვისაც”. კრუიფი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია რომელიმე ფეხბურთელმა სეზონის ყველა მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

    "ეს არის საფეხბურთო მსოფლიოს ცნობილი კანონი – მთავარი არ არის ვინ იყავი შენ, მთავარი არის ვინ ხარ ახლა. თუ მწვრთნელი ათამაშებს იმ ფეხბურთელს, რომელიც არ არის ფორმაში, მაშინ იგი დიდ შეცდომას უშვებს, რადგან იგი ყველას ანახებს თავის სისუსტეს და თან იქცევა უსამართლოდ” – განაცხადა კრუიფმა.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.