ერნესტო ვალვერდე "სელტასთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "სელტასთან" მატჩის წინ

წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მომავალი მეტოქის, ვიგოს "სელტას" გარდა თავისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზეც ისაუბრა.

ჟერარ დეულოფეუ

"ის ფაქტი, რომ დეულოფეუ შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება, იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელია და ყველა მათგანისთვის საკმარისი დროის მიცემა ვერ ხერხდება. ის შეტევაში ძალიან კრეატიულია და ხშირად ცდილობს, რომ თამაშში ცვლილება შეიტანოს."

უსმან დემბელე

"დემბელეს პროგრესი კარგად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მას დაბრუნება მალე შეეძლება, მაგრამ, ამასთან გარისკვა რთულია ტრავმის სერიოზულობის და იმ დროის გამო, რომელიც მან მოედანს მიღმა გაატარა. დიდი ალბათობით, ის ძირითად გუნდთან ვარჯიშისთვის მზად საახალწლოდ იქნება, მაგრამ სიტუაციას მანამდეც დავაკვირდებით."

რაფინია ალკანტარა

"ახლა რაფინია თავს უკეთ გრძნობს და სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვარჯიშს. თუმცა, მასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს."

მესის და ალბას დუეტი

"ეს ფეხბურთელები ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ. ალბას საოცარი სისწრაფე და ძალა აქვს და დაცვასთან გამკლავებას მშვენივრად ახერხებს, მესის კი საოცარი მოედნის ხედვა, რისი დახმარებითაც მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ეს წყვილი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ძალაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    mero18
    სტუმარი [?]
    #5 2 დეკემბერი 2017 09:14
    0
    წინ ბარსა!!!!აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!!!
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #4 2 დეკემბერი 2017 01:22
    0
    დემბელე თუ არ იქნა კლასიკოზე იმედია მიხვდება რომ რობერტო ათამაშოს და არა ფაფხურა დეულოფეუ, რაკეტა რეალთან ყოველთთვის საჭიროა ძალიან ბევრს შრომობს რაკეტა უბრალოდ არ ფასდება მისი შრომა ...
    temo24
    სტუმარი [?]
    #3 2 დეკემბერი 2017 00:43
    0
    მართალია ელ კლასიკოზე გვჭირდება დემბელე მაგრამ თუ რისკია მისი თამაში ამ დროს რას ვიზავთ მთავარია მერე სულ ითამაშოს და დაგვანახოს რა შეუძლია
    Culé [?]
    #2 1 დეკემბერი 2017 23:51
    0
    არუნდა ათამაშონ დემბელე არღირს გარისკვა
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #1 1 დეკემბერი 2017 23:36
    0
    ee arada mindoda magrad es klasikoshi magrad mainteresebda rogor itamashebda magar araushavs gamojanmrteldes 100% it da shemdeg dagvibrundes chveni kogoD