"ბარსელონა"-"სელტა" - სტატისტიკური პრევიუ

"ბარსელონა"-"სელტა" - სტატისტიკური პრევიუ

2 დეკემბერს, ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონა" ვიგოს "სელტას" დაუპირისპირდება. წინა ტურში "ვალენსიასთან" დაკარგული 2 ქულის მიუხედავად, კატალონიელები დამაჯერებელ ლიდერობას ინარჩუნებენ. რაც შეეხებათ გალისიელებს, ისინი მე-9 ადგილს იკავებენ და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მათი შედეგების წინასწარ პროგნოზირება საკმაოდ რთულია. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები


დანაკლისი:

ბარსელონა - უსმან დემბელე, რაფინია, ხავიერ მასკერანო, არდა თურანი.

სელტა - ხონი (დისკვალიფიკაცია), სერჟი გომესი (საეჭვო).

სიახლეები:

- "ბარსელონას" ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ჟერარ პიკე, რომელიც, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს;

- ტრავმა მოიშუშა სერჟი რობერტომაც და ის მოედანზე გასასვლელად მზადაა;

- ისევე როგორც ორი მატჩის წინ პიკემ, "სელტას" მცველმა, ხონიმ, წინა შეხვედრაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და ის ამ მატჩს გამოტოვებს, მისი სრულფასოვანი შემცვლელი კი გალისიელებს არ ჰყავთ.

ფაქტები:

- "ბარსელონას" ბოლო 18 საშინაო თამაში მოგებული აქვს;

- ბოლო 18 საშინაო მატჩში "ბარსას" მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი;

- 18-დან 16 მატჩში საშუალოდ 2.5-ზე მეტი გოლია გასული, ისევე როგორც "სელტას" უკანასკნელ 11 გასვლით შეხვედრაში;

- "კამპ ნოუზე" ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან "ბარსელონამ" "სელტას" 6 მოუგო;

- სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 9-დან 8 თამაშში "სელტამ" მინუმუმ 2 გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კვირას, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #2 30 ნოემბერი 2017 22:24
    0
    au imedia esenic ar gaigijeben tavs barsastan mesis dubli minda
    seergioo ramos
    სტუმარი [?]
    #1 30 ნოემბერი 2017 17:28
    0
    ბიცები მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჩირაო და რახდება ლეგალირებულია და რამდენ გრამამდე იქნება ეხა სახლში გაზრდა არიქნება ალბათ მოსული და ბარიგობა