მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა

მესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი, რომელმაც გასულ კვირაში კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, იტყობინება Marca.

გარიგების პირობებით, 30 წლის მოთამაშის წლიური ხელფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ბონუსების ჩათვლით - 43 მილიონ ევროს. ასევე არგენტინელი ხელშეკრულების გაფორმებისთვის, ბონუსის სახით, 50 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე კარლოს ტევესი გახლდათ, რომელიც "შანხაი შენხუაში", წელიწადში, 38 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შემდეგ მოდიან ნეიმარი (პსჟ, 36 მლნ), კრიშტიანუ რონალდუ (21 მლნ, ბონუსების ჩათვლით 34 მლნ) და ოსკარი ("შანხაი ტელეისი", 24 მლნ).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ნოემბერი 2017 18:08
    0
    მესიზე ალაი იყოს ყოველი მომატბული კაპიკი smile
    pexnicheki123
    სტუმარი [?]
    #2 28 ნოემბერი 2017 14:38
    0
    magaria
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #1 28 ნოემბერი 2017 13:51
    0
    რა ფულს შოულობენ გაგიჟდება კაცი რა, ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა კიდე ორ სიტყვას ერთმანეთზე ვერ აბამს გამართულად,მარა მამენტ ეგენი ფეხბურთსაც ვერ თამაშობენ სწორად