დეკოს მე-100 მატჩი

  • 25-09-2007, 00:38
  • "ბარსელონას” ნახევარმცველს კლუბში ჩატარებულ მატჩებში მოპოვებული გამარჯვებების მხრივ დადებითი მაჩვენებელი აქვს, "ბარსელონამ” დეკოს მონაწილეობით ჩატარებული მატჩების 64,6% მოიგო. მომდევნო მატჩი მისთვის საიუბილეო მე-100 იქნება კლუბის შემადგენლობაში, აქამდე "ბარსას” ისტორიაში 103 ფეხბურთელს დაუგროვდა კლუბში 100 და მეტი თამაში ესპანეთის ჩემპიონატში და სავარაუდოდ ეს რიცხვი ოტშაბთს 104 მიაღწევს.

     

    ბრაზილიური ფესვების მქონე პორტუგალიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში” 2004-05 წლების სეზონში გამოჩნდა. იგი უკვე მეოთხე წელია, რაც კლუბში ირიცხება და ამ დროის განმავლობაში იგი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა.

    99 მატჩში, რომელშიც დეკომ მონაწილეობა მიიღო, 97 შემთხვევაში იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, რომელთაგან 69 თამაშში ბოლომდე ითამაშა. ამ ციფრებით ნათლად სჩანს პორტუგალიელის როლი კლუბში უკანასკნელ წლებში. ამ მატჩების 64,6% "ბარსელონამ” მოიგო, ხოლო 10,1% წააგო, ხოლო დანარჩენი ფრედ ითამაშა. საინტერესოა, რომ გუნდი დეკოს მონაწილეობით ყოველთვის უგებდა "მალიორკას” (6), "ხეტაფეს” (5), "სელტას” (4), "სევილიას” (3), "ალბასეტეს”, "კადისს”, მალაგას”, "უელვას” და "სოსიედადს”. ხოლო დეკოს მონაწილეობით "ბარსამ” წააგო მხოლოდ 7 გუნდთან – "ატლეტიკოსთან” (3), "ვილიარეალთან” (2), "რეალთან”, "ბეტისთან”, "ვალენსიასთან”, "ოსასუნასთან” და "სარაგოსასთან”.

    თანაგუნდელთა შორის დეკომ მოედანზე ყველაზე მეტი თამაში ვალდესთან ითამაშა (96 თამაში 99-იდან), ინიესტასთან (93) და პუიოლთან (91).

    ამ 99 მატჩში დეკომ მიიღო 37 ყვითელი და 2 წითელი ბარათი.

    მას შემდეგ, რაც დეკოს "ბარსელონას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "რასინგთან” მატჩი 2004 წლის 29 აგვისტოს, მან გაიტანა 12 გოლი (8 პირველ სეზონში, 3 მეორეში და 1 მესამეში). დეკომ კლუბთან ერთად ორჯერ მოახერხა ქვეყნის ჩემპიონატის მოგება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.