თითქმის 2 წლის შემდეგ, ტომას ვერმალენი ისევ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაშია

  • 26-11-2017, 23:41
  • თითქმის 2 წლის შემდეგ, ტომას ვერმალენი ისევ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაშია

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობა "ვალენსიასთან" მატჩისთვის. როგორც იცით, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ჟერარ პიკე, რომლის შემცვლელიც დღეს ტომას ვერმალენია - საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც განუწყვეტელი ტრავმების გამო კლუბის განაცხადშიც კი ძალიან ხშირად ვერ ხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბელგიელმა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში თამაში 2016 წლის 23 იანვარს, ლა ლიგის 21-ე ტურში, "მალაგას" წინააღმდეგ შეხვედრაში (2-1) დაიწყო. 

    ამის შემდეგ ვერმალენმა ერთი სეზონი "რომაში" გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, დაბრუნების შემდეგ კი "ბლაუგრანას" მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო.

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    Magician წევრი

    6 - 27 ნოემბერი 2017 14:53

    ვერმალენმა ძალიან კარგად ითამაშა, ყოჩაღ!

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია

    5 - 27 ნოემბერი 2017 13:13

    არ მოვედოლი ვერმალენისგან ასე კარგად თამაშს. მასკერანოს დაყენებას მგონი ეს ათამაშოს ჯობია

    გასულია
    Johan cruyff13 წევრი

    4 - 27 ნოემბერი 2017 00:51

    რა მაგარი მცველი იყო ეს და დაღუპა ამ ტრავმებმა რა. .

    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია
    goutsaevi წევრი

    3 - 26 ნოემბერი 2017 23:49

    იმედია არ ვინანებთ

    გასულია
    Magician წევრი

    2 - 26 ნოემბერი 2017 23:49

    დღეს აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი. აბა ტომას, შენ იცი!

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    1 - 26 ნოემბერი 2017 23:48

    აბა შენიცი ვერმა იმედები არ გაგვიცრუო

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.