მესი: ჩემი ოცნებაა კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო
"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 30 წლის ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდე გააფორმა.
"მე ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გაგვეფორმებინა ეს ხელშეკრულება. საბოლოოდ, დღეს ეს გავაკეთეთ.
ბედნიერი ვარ "ბარსელონასთან" თანამშრომლობის გაგრძელებით. როგორც ყოველთვის ვამბობდი, აქ ჩემი სახლია. ყოველთვის მსურდა მთელი ჩემი კარიერა კლუბისთვის მიმეძღვნა.
ჩემი ოცნება იყო კარიერა "ბარსელონას" ფეხბურთელის სტატუსით დამემთავრებინა და ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ." - განაცხადა მესიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]