პირველად ისტორიაში: "ბარსამ" ლიგაზე ზედიზედ 2 უგოლო ფრე ითამაშა
კატალონიის "ბარსელონას" ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, რომ კლუბმა, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 2 თამაში დაამთავრა ანგარიშით 0:0.
ლიგის მე-4 ტურში, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსთან" ითამაშა უგოლო ფრე. გუშინ კი, იგივე შედეგი ტურინში, "იუვენტუსთან" მატჩში დაფიქსირდა.
იმის მიუხედავად, რომ "ბარსამ" ბოლო 2 თამაშში გოლი ვერ გაიტანა, კატალონიელებმა ჯგუფში პირველი ადგილის განაღდება მაინც მოახერხეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]