ლუკა დინი: ტერ შტეგენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა
ტურინის "იუვენტუსთან" უგოლო ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან ლუკა დინმა ისაუბრა.
"კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავდივართ. ახლა, მთავარია, წაუგებელი სერია არ შევწყვიტოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწიოთ.
ჩემი აზრით, ტერ შტეგენი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ის საოცრად მაღალ დონეზე თამაშობს." - აცხადებს დინი.
რაც შეეხება იმას, რომ გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ თამაში სასტარტო შემადგენლობაში არ დაიწყო:
"მწვრთნელი წყვეტს იმას, თუ ვინ როდის ითამაშებს. ასეთ მნიშვნელოვან მატჩშიც მისი გადაწყვეტილება უმთავრესია."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]