ფეხბურთელები, რომლებსაც "ბარსელონასა" და "იუვენტუსში" უთამაშიათ

  • 21-11-2017, 18:17
  • ფეხბურთელები, რომლებსაც "ბარსელონასა" და "იუვენტუსში" უთამაშიათ

    ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ორივე გუნდში აქვთ ნათამაშები.

    მარტინ კასერესი

    ურუგვაელი მცველი "ბარსელონაში" 2008-11 წლებში თამაშობდა, აქედან ერთი სეზონი კი მან სწორედ ტურინის "იუვენტუსში", იჯარით გაატარა. 2012 წელს "ბებერ ქალბატონში" ის "სევილიამაც" გაანათხოვრა, ამის შემდეგ კი კასერესი საერთოდ გადავიდა ამ კლუბში და იქ 2016 წლამდე თამაშობდა. "ბარსაში" მას დიდი პირადი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ისევე როგორც "იუვეში", ხშირი ტრავმების გამო.

    ჯანლუკა ძამბროტა

    ბევრად უფრო წარმატებული მცველი, ვიდრე კასერესი, იტალიელი ჯანლუკა ძამბროტა "ბარსელონას" სწორედ "იუვენტუსიდან", 29 წლის ასაკში, 2006 წელს შეუერთდა და აქ ორი სეზონი გაატარა, ამის შემდეგ კი ისევ იტალიაში, ამჯერად "მილანში" დაბრუნდა. "ბლაუგრანას" მაისურით ძამბროტამ 80 მატჩი ჩაატარა, "იუვეში" კი ბევრად უფრო მეტი (294), რადგან იქ ის 7 წლის განმავლობაში თამაშობდა. 

    ლილიან ტურამი

    ფრანგმა მცველმა სახელი "პარმაში" თამაშის დროს გაითქვა, რის შემდეგაც ის "იუვენტუსმა" შეიძინა. ტურინულ გუნდში ტურამი 5 სეზონის განმავლობაში (2001-06) ასპარეზობდა და 150-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ამის შემდეგ კი ის "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა და კარიერაც დაასრულა.

    ედგარ დავიდსი

    ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ბარსელონას" საკუთრებაში არასდროს ყოფილა. კატალონიურ გუნდში მან იჯარის წესით ნახევარი სეზონი (2004) გაატარა. "იუვენტუსში" კი ის ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში (1997-2004) გამოდიოდა.

    ზლატან იბრაჰიმოვიჩი

    21-ე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე გუნდის ლეგენდად, მაგრამ "იუვენტუსშიც" (2004-06) და "ბარსელონაშიც" (2009-11) შვედმა 2 სეზონი გაატარა და რა თქმა უნდა, თავისი კვალი დატოვა. 

    ტიერი ანრი

    ტიერი ანრი "იუვენტუსში" მხოლოდ 1999 წელს თამაშობდა, იქამდე, სანამ "არსენალში" გადავიდოდა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გახდებოდა. ამ სიაში მოხსენებული ფეხბურთელებიდან ფრანგი, უდავოდ, გამორჩეული იყო "ბარსელონასთვის". კატალონიურ გუნდში ის 3 სეზონის განმავლობაში (2007-10) ასპარეზობდა.

    დანი ალვესი

    დანი ალვესი "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, რომელიც გუნდში 2008-16 წლებში თამაშობდა. კლუბის მაისურით მას 391 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 33 წლის ასაკში კი ის "იუვენტუსში" გადავიდა და იქ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.

    კომენტარები [ 2 ]

    საიტზეა
    Magician წევრი

    2 - 21 ნოემბერი 2017 20:31

    ანრიშეე, შენი "ელ კლასიკო" მახსოვს, 2-6 რომ მოვიგეთ <3

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    საიტზეა
    M10 S9 D11 წევრი

    1 - 21 ნოემბერი 2017 19:30

    უუუუ რა იგროკებიააა <3

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.