ისტორია გვეუბნება: ლა ლიგაში 10 ქულის აღმოფხვრა და გეჩემპიონება შეუძლებელია

  • 20-11-2017, 22:04
  • ისტორია გვეუბნება: ლა ლიგაში 10 ქულის აღმოფხვრა და გეჩემპიონება შეუძლებელია

    ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ გუნდს 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრას და ჩემპიონი გამხდარიყოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    პრიმერას 12 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" მის უმთავრეს კონკურენტს, მადრიდის "რეალს" 10 ქულით უსწრებს. "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ჩემპიონობის იმედს არ კარგავენ, მაგრამ ისტორია მათ წინააღმდეგაა.

    როგორც ირკვევა, აქამდე არასდროს მომხდარა, რომ გუნდი, რომელიც სეზონის განმავლობაში ლიდერს 10 ქულით ჩამორჩებოდა, ჩემპიონი გამხდარიყოს.

    ლა ლიგას ქულათა უფრო დიდი სხვაობით აღმოფხვრა ახსოვს. მაგალითად, 2003/2004 წლების სეზონში, "ბარსელონამ" "რეალს" 18 ქულა ამოუქაჩა. თუმცა, იმ წელს, კატალონიელები ჩემპიონები ვერ გახდნენ. თასი "ვალენსიამ" დაისაკუთრა, რომელიც ჩემპიონობისთვის ახლაც იბრძვის - მე-2 ადგილზე მყოფი "ღამურები" "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩებიან და კვირას სწორედ კატალონიურ კლუბს მასპინძლობენ.

    კომენტარები [ 9 ]

    გასულია

    9 - 21 ნოემბერი 2017 21:12

    18 ქულა რანაირად ამოქაჩეს :/

    გასულია
    me da barca წევრი

    8 - 21 ნოემბერი 2017 17:27

    სწორება უკან, და ჩვენს უკან სწორედ ვალენსიაა და არა რეალი. ამიტომ მომდევნო თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, ჯანდაბას ფრესაც არაუშავს მესტალიაზე, ხოლო თუ მოვიგეთ ხომ კანფეტკა.

    საიტზეა
    Anastasia13 წევრი

    7 - 21 ნოემბერი 2017 11:45

    ციტატა: Magician
    ციტატა: Anastasia13
    ხალხო წინ 28 ტურია რაგჭირთ? ვსო მოვიგეთ? ვაი ვაი

    არ მოგვიგია, მაგრამ იზრდება ალბათობა ჩვენს სასარგებლოდ.

    ლალიგა რათ გვინდა მაგას სულ ვიგებთ ლიგა მოიგონ :(((

    საიტზეა
    Magician წევრი

    6 - 21 ნოემბერი 2017 10:17

    ციტატა: Anastasia13
    ხალხო წინ 28 ტურია რაგჭირთ? ვსო მოვიგეთ? ვაი ვაი

    არ მოგვიგია, მაგრამ იზრდება ალბათობა ჩვენს სასარგებლოდ.

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია
    nika 54 წევრი

    5 - 21 ნოემბერი 2017 03:22

    ეეხ, ისტორია წლევანდლამდე იმასაც ამბობდა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ არავის მოუგიაო.....

    გასულია
    neuer1 წევრი

    4 - 21 ნოემბერი 2017 00:01

    ციტატა: Anastasia13
    ხალხო წინ 28 ტურია რაგჭირთ? ვსო მოვიგეთ? ვაი ვაი

    wina sezonivit msajebi tu ar daexmarebian reals mashin barca moigebs la ligas.

    საიტზეა
    Anastasia13 წევრი

    3 - 20 ნოემბერი 2017 22:52

    ხალხო წინ 28 ტურია რაგჭირთ? ვსო მოვიგეთ? ვაი ვაი

    საიტზეა
    Magician წევრი

    2 - 20 ნოემბერი 2017 22:29

    მომწონს ისტორია :დ იმედია, ახლა არ იქნება გამონაკლისი.

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    საიტზეა
    M10 S9 D11 წევრი

    1 - 20 ნოემბერი 2017 22:26

    ხოდა არც ამ სეზონში დაიმსხვრევა ეგ სტერეოტიპი ლა ლიგა ბარსასია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.