არდა თურანი პეპ სეგურას: ჩემი წასვლის დრო მოვიდა

  • 20-11-2017, 21:39
  • არდა თურანი პეპ სეგურას: ჩემი წასვლის დრო მოვიდა

    "ბარსელონას" თურქმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა, კლუბის გენერალურ დირექტორთან, პეპ სეგურასთან საუბრის დროს აღირა, რომ მისი გუნდიდან წასვლის დრო მოვიდა. ამ ინფორმაციას თურქული Fanatik ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, თურანმა სეგურას განუცხადა: "აზრი არ შემიცვლია - "ბარსა" კვლავ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელში თამაშიც ჩემი ოცნებაა. თუმცა, წასვლის დრო მოვიდა."

    იმავე წყაროს ცნობით, თურანმა სეგურას ახალი გუნდის მოძებნაში დახმარება სთხოვა.

    სეგურამ ფეხბურთელს გულწრფელობისთვის მადლობა გადაუხადა და შეპირდა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, "ბარსელონა" მას ახალი კლუბის მოძებნაში დაეხმარება.

    არდა თურანი "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" 2015 წელს, 34 მილიონ ევროდ გადავიდა და FIFA-ს შეზღუდვის გამო თამაშის უფლება მან 2016 წლის იანვარში მოიპოვა. კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით თურქმა 55 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. აქედან მიმდინარე სეზონზე არცერთი არ მოდის.

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    me da barca წევრი

    6 - 21 ნოემბერი 2017 17:06

    გრაციას არდა და ადიოს.

    საიტზეა

    5 - 21 ნოემბერი 2017 03:00

    საერთოდ არ მიცეს წელს შანსი/ არადა ტრავმა კაი ხანია მოიშუშა. პრსოტა წასვლას აიძUლებენ. გეგონება ამაზე უკეთესები ეყაროს გუნდში. მით უმეტეს ვალვერდეს სტილს კარგად გაუგებდა. რა მოჭიდავე გუნდსაც ვალვერდე აყალიბებს იმის სტილში ჯდება თურქი. სიმეონეს ძველი ფალავანია ბოლოს და ბოლოს. 1 შანსი მაინც მიცენ. ან ეთამაშებინათ 3-4 თამაში, თU რამეს იზამდა გამოჩდნებოდა 10-12 მილიონის გადახდის მსურველი. ეხლა უფასოდ გაუშვებენ უეჭველი, ჯერ იჯარით და მერე გააჩუქებენ. საღოლ მაგარი პოლიტიკა გაქვთ. რეალი აქამდე ერთ 30 მილიონად გაყიდიდა.

    გასულია
    Jay Alvarez წევრი

    4 - 20 ნოემბერი 2017 23:25

    წადი არდა ბიძიკო სახლში....

    საიტზეა
    Magician წევრი

    3 - 20 ნოემბერი 2017 22:27

    როგორც ჩანს, მართლა მოვიდა ამის წასვლის დრო. მაინც ტყუილად არის და გაუშვან.

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    საიტზეა
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 20 ნოემბერი 2017 22:08

    წადი მერე ვინც შენ დაგაკაოს კიდე იმის დედა მივაცენზურე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    grizmann წევრი

    1 - 20 ნოემბერი 2017 21:53

    ეჰ ჩემი აზრით ვალვარდეს უნდა მიეცა ერთი წუთი მაინც რა იყო ეს წამი მაინც tips axali maisuri mgoni arc Chaucvia

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.