"ბარსელონას" ერთწლიანი უგოლო სერია...

  • 20-11-2017, 20:13
  • "ბარსელონას" ერთწლიანი უგოლო სერია...

    თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" ფეხბურთელს, ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში, გოლი არ გაუტანია. ბოლო ეს 2016 წლის 23 ნოემბერს, გლაზგოში "სელტიკთან" გამართულ მატჩში მოხდა.

    მას შემდეგ, "ბარსელონამ" 4 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებში მხოლოდ ის მოახერხა, რომ მეტოქე გუნდს ერთი ავტოგოლი გაატანინა.

    2016 წლის 23 ნოემბერს, "ბარსელონა" "სელტიკს" ეწვია და შოტლანდიური გუნდი ლიონელ მესის დუბლით 2:0 დაამარცხა.

    მას შემდეგ, კატალონიელებმა "პარი სენ-ჟერმენთან" 0:4, ხოლო "იუვენტუსთან" 0:3 წააგეს. შემდეგ იყო ლისაბონში ავტოგოლით 1:0 მოგება და საბერძნეთში "ოლიმპიაკოსთან" უგოლო ფრე.

    22 ნოემბერს, "ბარსა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება და უსიამოვნო სერიის შეწყვეტას შეეცდება.

    კომენტარები [ 5 ]

    საიტზეა

    5 - 21 ნოემბერი 2017 03:03

    ციტატა: Magician
    "იუვენტუსი" არ არის კარგ ფორმაში და იმედი მაქვს, რომ ფრეს მაინც ვითამაშებთ.

    ხოო წაგება არ გვაწყობს. განა რამე შეიცველბა, პროსტა ბოლო ტურში სპორტინგის დამარცხება მოგვიწევს სახლში და ვაი და რამე მოხდეს და წავაგოთ 1-2 ან რამე ჯგუფში ჩარჩენის რისკი ჩნდება. თან ჯობია იუვესთან ფრე, გარანტირებულად მივიღოთ ჩვენი 1 ადგილი და ბოლო ტურში მესიც დაისვენებს სპორტინგთან და მიცეს შანსი სილესენს დეუს დენისს, ალენიას. თორე ძაან ამოალპო ვალომ სკამი

    საიტზეა
    Magician წევრი

    4 - 20 ნოემბერი 2017 22:27

    "იუვენტუსი" არ არის კარგ ფორმაში და იმედი მაქვს, რომ ფრეს მაინც ვითამაშებთ.

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია
    me da barca წევრი

    3 - 20 ნოემბერი 2017 20:33

    ყანაზე სიახლეებს თვალი გადავავლე და გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა, ისეთი სიბრძნეები წავიკითხე. მწერლების ფანტაზიას ხომ საზღვარი არააქვს, კომენტარებში მიდის მერე ლანძღვა-გინება, მაგრამ არავინ კითხულობს სიმართლეა თუ ზღაპარი რაც წერია, წყაროს ხომ არავინ უთითებს, ან როგორც აწყობთ ისე თარგმნიან. რა დონეზე ეზიზღებათ ბარსა ვერ მალავენ. ობიექტურობა ნოლი.

    საიტზეა
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 20 ნოემბერი 2017 20:18

    ნიჩივო ეხლა იუვეს ამოვტენით და მაგით ავინაზღაურებთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    graciasleo500 წევრი

    1 - 20 ნოემბერი 2017 20:15

    ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ

    --------------------
    #LionelMessiTheBestPlayerInTheWorld
    #BornToBeCule
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.