"ბარსელონა" პიკესა და სუარესის ყვითელ ბარათებს გაასაჩივრებს
"ბარსელონა" აპირებს ჟერარ პიკესა და ლუის სუარესის ყვითელი ბარათები, რომლებიც მათ "ლეგანესთან" გამართულ შეხვედრაში მიიღეს, გაასაჩივროს. ამ ინფორმაციას კატლონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პიკემ გაფრთხილება მატჩის 29-ე წუთზე მიიღო. ეს ყვითელი ბარათი, მისთვის, მიმდინარე გათამაშებაში, მე-5 იყო და თუ "ბარსელონას" საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 30 წლის ფეხბურთელი "ვალენსიასთან" გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ლუის სუარესმა ბარათი 52-ე წუთზე მიიღო. ეს გაფრთხილება მისთვის მესამეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]