სუარესი: გოლის გატანის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ

სუარესი: გოლის გატანის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ

"ლეგანესის" წინააღმდეგ, ხუთ მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ, ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით გოლის გატანა მოახერხა. ის ამით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გატანა გუნების გამოსაკეთებლად სჭირდებოდა.

"გოლის გატანის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ. თანაც, ამით ჩემს თანაგუნდელებს საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხებაში დავეხმარე. სატურნირო ცხრილში უკვე დიდი უპირატესობა გვაქვს და მნიშვნელოვანია, წინსვლა განვაგრძოთ".

სუარესმა ჟერარ პიკეს შესახებაც ისაუბრა, რომელმაც ამ შეხვედრაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მომდევნო შეხვედრას, "ვალენსიას" წინააღმდეგ, გამოტოვებს.

"მესტალიაზე" პიკე ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემი თანაგუნდელები მის სრულფასოვნად შეცვლას მოახერხებენ" - აცხადებს ურუგვაელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 19 ნოემბერი 2017 04:03
    0
    ვალენსია ძალიან მაგარ ფორმაშია და მოგება გაუჭირდებათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2017 22:31
    0
    ციტატა: Magician
    ელ პისტოლერო მაშინ დაბრუნდა, როცა ძალიან დაგვჭირდა <3 საღოლ ჯეკა, ასე გააგრძელე <3
    პიკეს უნდა მოეშორებინა და შეიძლება დავალებაც ჰქონდა მიცემული.

    არ მგონია მაინცდამაინც მესტალიაზე თამაშის წინ დაევალებინათ ეგ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2017 22:18
    0
    ელ პისტოლერო მაშინ დაბრუნდა, როცა ძალიან დაგვჭირდა <3 საღოლ ჯეკა, ასე გააგრძელე <3
    პიკეს უნდა მოეშორებინა და შეიძლება დავალებაც ჰქონდა მიცემული.
    --------------------
    GRACIES JOHAN...