"ბარსელონელების" სანაკრებო მონაგარი

  • 15-11-2017, 12:07
  • "ბარსელონელების" სანაკრებო მონაგარი

    გუშინ, ევროპულ საფეხბურთო მინდვრებზე, არაერთი საინტერესო სანაკრებო დაპირისპირება გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა "ბარსელონას" ფეხბურთელებმაც მიიღეს.

    ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე არგენტინა ნიგერიასთან შერცხვა. რუსეთში გამართული შეხვედრის 36-ე წუთზე, არგენტინელები 2:0 იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მათ 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს. შეხვედრა სრულად ჩაატარა ხავიერ მასკერანომ.

    კიოლნში, გერმანიამ საფრანგეთს უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სათადარიგო იყო. შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს სამუელ უმტიტიმ და ლუკა დინმა. უმტიტიმ სრულად ითამაშა, დინი კი 82-ე წუთზე შეცვალეს.

    რუსეთთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში 3:3 ითამაშა ესპანეთმა, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ანდრეს ინიესტა და სერჟიო ბუსკეტსი იყვნენ. პიკეს გარდა მწვრთნელმა ყველა მათგანი შეცვალა, ჟორდი ალბამ კი, გოლის გატანა მოახერხა.

    რუმინეთში ადგილობრივ გუნდთან გამართული დაპირისპირება 3:0 მოიგო იასპერ სილესენის ჰოლანდიამ. "ბარსელონას" მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.

    "უემბლიზე" ინგლისს უგოლოდ დაუზავდა პაულინიოს ბრაზილია. "ბარსელონას" ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

    ვიდეო

    ინგლისი-ბრაზილია 0:0

    არგენტინა-ნიგერია 2:4

    რუსეთი-ესპანეთი 3:3

    რუმინეთი-ჰოლანდია 0:3

    გერმანია-საფრანგეთი 2:2

    კომენტარები [ 3 ]

    გასულია
    gurgenidze წევრი

    3 - 15 ნოემბერი 2017 14:44

    Argentinis tamashi didi totalizatori iyo... eg najkrebi tavis tavs gamoavhens msoplioze

    გასულია
    M10 S9 D11 წევრი

    2 - 15 ნოემბერი 2017 13:54

    მთავარია არავინ დატრამვულა დალშე მეორე ხარისხოვანია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Tramp წევრი

    1 - 15 ნოემბერი 2017 13:50

    ვერმალენი გუნდში ოფიციალურად აღარ ითვლება ?

    --------------------
    სხვებს ჰყავთ კაკა ან კრიშტიანო რონალდო , მე კი დავიდ ვილია – ვისენტე დელ ბოსკე 2008
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.