ბარსელონასთან დაკავშირებული ერთადერთი რამ, რაც სესკ ფაბრეგასს ენატრება

ბარსელონასთან დაკავშირებული ერთადერთი რამ, რაც სესკ ფაბრეგასს ენატრება

"ბარსელონას" აღზრდილი და ამჟამად ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი Mundo Deportivo-ს რამდენიმე საინტერესო საკითხზე ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბს უკვე დიდი ხანია, მიეჩვია და ინგლისში თავს ძალიან კარგად გრძნობს. 

"აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ლონდონელი ფანები დიდ პატივს მცემენ და არ ვნანობ, რომ აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ბარსელონასთან დაკავშირებული ერთადერთი რამ, რაც მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრებია." - აცხადებს 30 წლის ნახევარმცველი.

ფაბრეგასმა ფეხბურთის თამაში ლა მასიაში დაიწყო, 2003 წელს ის "არსენალში" გადავიდა და ვარსკვლავად სწორედ იქ ჩამოყალიბდა. 2011 წელს ფაბრეგასი "ბარსელონაში" დაბრუნდა, სადაც 3 სეზონი გაატარა, ამის შემდეგ კი ლონდონის "ჩელსის" წევრი გახდა. თავიდან მას ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება უჭირდა, ახლა კი ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2017 22:48
    0
    რაკიტიჩი მირჩევნია მე ფაბრეგასს :D ოღონდ მართლა
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️